დაბა (ბორჯომის მუნიციპალიტეტი)

სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დაბა (მრავალმნიშვნელოვანი).

დაბასოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში (წაღვერის ადმინისტრაციული ერთეული).

სოფელი
დაბა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ბორჯომის მუნიციპალიტეტი
თემი წაღვერი
კოორდინატები 41°48′41″ ჩ. გ. 43°26′56″ ა. გ. / 41.81139° ჩ. გ. 43.44889° ა. გ. / 41.81139; 43.44889
ცენტრის სიმაღლე 1025
მოსახლეობა 194[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,5 %
სასაათო სარტყელი UTC+4
დაბა (ბორჯომის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
დაბა (ბორჯომის მუნიციპალიტეტი)
დაბა (ბორჯომის მუნიციპალიტეტი) — სამცხე-ჯავახეთის მხარე
დაბა (ბორჯომის მუნიციპალიტეტი)
დაბა (ბორჯომის მუნიციპალიტეტი) — ბორჯომის მუნიციპალიტეტი
დაბა (ბორჯომის მუნიციპალიტეტი)

მდებარეობს მდინარე გუჯარეთისწყლის მარჯვენა მხარეს, გვირგვინას ქედის სამხრეთ–დასავლეთ კალთაზე, ბორჯომი–ბაკურიანის საავტომობილო და სარკინიგზო გზაზე, ზღვის დონიდან 1025 მ-ზე. ბორჯომიდან დაშორებულია 11 კმ-ით, წაღვერიდან — 3 კმ-ით. სოფელში არის რკინიგზის სადგური.

ისტორია რედაქტირება

1595 წლის „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის“ მიხედვით ოსმალთაგან დაპყრობილ სამხრეთ საქართველოში სოფელი დაბა შედიოდა პეტრეს ნაჰიეში, რომელიც პეტრეს ლივაში აღირიცხებოდა. იქ მაშინ მხოლოდ ორი კომლი ქართველი ცხოვრობდა: ბადრია და ალექსა, ძმა მისი, რომლებიც 4 500 ახჩას იხდიდნენ წლიურად. დაბაში ამჟამად XIX საუკუნეში იმერეთიდან და ქართლიდან გადმოსახლებული ქართველები ცხოვრობენ. მათი გვარებია: ჯაფიაშვილი, თედიაშვილი, დათუნაშვილი, შატბერაშვილი, წიქარიშვილი, მესხიძე, ლომიძე, ხაჩიძე და სხვ.

სოფლის ტერიტორიაზე შემორჩენილია შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრების ორი ძეგლი: მარიამწმინდა და წმინდა გიორგის ეკლესია.

დემოგრაფია რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 194 ადამიანი.[1]

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 238[2]
2014 194  

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.