დაბალი ტაუერნი (გერმ. Niedere Tauern) — ქედი აღმოსავლეთ ალპებში, ავსტრიაში. მოქცეულია შტირიისა და ზალცბურგის ტერიტორიებზე. სიგრძე 120 კმ. უმაღლესი მწვერვალის სიმაღლეა 2863 მ (მთა ჰოხგოლინგი). დაბალი ტაუერნი დაყოფილია 4 ნაწილად: რადშტედტის ტაუერნი (2711 მ), შლადმინგის ტაუერნი (2862 მ), როტენმანერის ტაუერნი (2475 მ) და ზეკაუერის ტაუერნი (2417 მ). უღელტეხილებიდან აღსანიშნავია: რადშტადტის ტაუერნის უღელტეხილი (1738 მ) და სელკის უღელტეხილი (1788 მ). შემოსაზღვრულია ჩრდილოეთით მდინარე ენსის ხეობით, სამხრეთით მდინარე მიურტალის ხეობით, დასავლეთით და სამხრეთით მაღალი ტაუერნით. აგებულია გრანიტებით, გნასიებით, ფიქლებით, კირქვებით. ზღვის დონიდან 2000 მ-მდე არის ტყეები, რომელიც შედგება სოჭისგან და ლარიქსისგან. უფრო მაღლა — მდელოებია. კალთების ქვემო ნაწილებში მოჰყავთ შვრია და ჭვავი.

დაბალი ტაუერნი
დაბალი ტაუერნის უმაღლესი წერტილი — ჰოხგოლინგი
დაბალი ტაუერნის უმაღლესი წერტილი — ჰოხგოლინგი
კოორდინატები: 47°18′ ჩ. გ. 14°00′ ა. გ. / 47.300° ჩ. გ. 14.000° ა. გ. / 47.300; 14.000
ქვეყანა ავსტრიის დროშა ავსტრია
უმაღლესი წერტილი ჰოხგოლინგი
სიმაღლე 2863 
სიგრძე 120 კმ
დაბალი ტაუერნი — ალპები
დაბალი ტაუერნი

ქედი ემთხვევა დაახლოებით უკანასკნელი გამყინვარების ალპური ფარის საზღვრებს, რის გამოც აღმოსავლეთი მონაკვეთი მოკლებულია გამყინვარებას. იგი იშვიათი სახეობის მცენარეების თავშესაფარია. განვითარებულია ტურიზმი. ზაფხულის კურორტები და ზამთრის სპორტული ცენტრები განლაგებულია მაღალმთიანეთში.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება