გურძიევცეკი
გურძიევცეკი, საქართველოს გადასასვლელი — უღელტეხილი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში.
გურძიევცეკი | |
---|---|
კოორდინატები: 42°47′44″ ჩ. გ. 43°39′15″ ა. გ. / 42.795583° ჩ. გ. 43.654278° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ონის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3349 მ |
ქედი | კავკასიონი |
მდებარეობს კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მდინარეების რიონისა და ურეხის წყალგამყოფ მწვერვალებს ციხვარგასა და ბურჭულას შორის. სიმაღლე 3349 მ. გურძიევცეკი მდინარე ნოწარულას ხეობით სოფელ ჭიორას (ონის მუნიციპალიტეტი) აკავშირებს სოფელ ძინაღთან (ჩრდილოეთი ოსეთი). 1724 წელს ამ უღელტეხილზე გადავიდა ლტოლვილი მეფე ვახტანგ VI 1200 თანამგზავრით.
ლიტერატურა რედაქტირება
- მარუაშვილი ლ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 226.