გუმიშხა
მთა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში
გუმიშხა — მთა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გუდაუთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარეების დასავლეთის გუმისთისა და ააფსთის წყალგამყოფ კლდოვან ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 1804 მ. აგებულია ზედაცარცული კირქვებით. გუმიშხის კალთები შემოსილია რცხილისა და წიფლის ტყეებით, მწვერვალი — სუბალპური მდელო-ბუჩქნარით.
გუმიშხა | |
---|---|
კოორდინატები: 43°12′28″ ჩ. გ. 40°50′20″ ა. გ. / 43.20778° ჩ. გ. 40.83889° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | გუდაუთის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 1804 მ |
ამგებელი ქანები | კირქვა |
ლიტერატურა რედაქტირება
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 203.