გუმათისოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის წყალტუბოს მუნიციპალიტეტში (ადმინისტრაციული ერთეული ოფურჩხეთი).

სოფელი
გუმათი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
თემი ოფურჩხეთი
კოორდინატები 42°19′42″ ჩ. გ. 42°40′45″ ა. გ. / 42.32833° ჩ. გ. 42.67917° ა. გ. / 42.32833; 42.67917
ცენტრის სიმაღლე 360
მოსახლეობა 426[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,5 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
გუმათი — საქართველო
გუმათი
გუმათი — იმერეთის მხარე
გუმათი

მდებარეობს იმერეთის ჩრდილოეთ მთისწინეთში, გუმათის წყალსაცავის ნაპირზე. ზღვის დონიდან 360 მ-ზე, წყალტუბოდან 25 კმ-ში.

სოფელში არის ტეშენიტის კარიერი, მოქმედებს საჯარო სკოლა. სოფელთან არის გუმათის წყალსაცავი. სოფელი აღნიშნულია ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შედგენილ რამდენიმე რუკაზე. მოხსენიებული აქვს იოჰან გიულდენშტედტს. გვიანდელ შუა საუკუნეებში გუმათი ოკრიბაში შედიოდა.

დემოგრაფია რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 426 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 591 277 314
2014[1]   426 222 204

პიროვნებები რედაქტირება

სოფელში დაიბადა საბჭოთა კავშირის გმირი ლავრენტი ავალიანი.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II