გულო, არ გასტყდე! (ლექსი)
გულო, არ გასტყდე! — ქართველი პოეტის, ვაჟა-ფშაველას ლექსი, რომელიც დაიწერა 1904 წელს. მკვლევართა აზრით, 1905 წლის რევოლუციის წინა წლებში ვაჟა-ფშაველას შემოქმედებისთვის დამახასიათებელი იყო შემოვლითი გზით შეუდრეკელი ბრძოლის სურვილისა და დაუშრეტელი ენერგიის გამომჟღვნება. სწორედ ამ ხანებში დაიწერა მისი ეს ლექსი, რომელიც დასაწყისშივე შეიცავს სიმტკიცისკენ მოწოდებას:
„ | გულო, არ გასტყდე, გამაგრდი,
კლდეო, კლდედ იქეც სალადა! რა ვქნათ, რომ ჯანღი გვეხვევა, მეცა გყევივარ ავადა. ცდა გავუქარწყლოთ საწუთროს, ნუ დავბერდებით შავადა. |
“ |
ხოლო, ბოლოს, ეს იმედით ავსებული ლექსი შემდეგი სტრიქონებით მთავრდება:
„ | გულო, გაკლდევდი, გამაგრდი,
ნისლი ნუ გადაგეფარა: თუ აქამომდე გავძელით, დღეს მტერი გაგვტეხს ვეღარა. |
“ |
ლიტერატურა რედაქტირება
- გრიგოლ კიკნაძე, ვაჟა-ფშაველას შემოქმედება, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1989. — გვ. 9.