გულნარა (გულიკო) პატარიძე (ფრანგ. Goulnara Kethevan Pataridze) (დ. 22 ივლისი, 1943, პარიზი, — გ. 2 ივნისი, 2003, იქვე; დაკრძალულია ლევილის სასაფლაოზე) — საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი.

დაიბადა პოლიტიკური ემიგრანტების — ელისე პატარიძისა და თამარ ალშიბაიას ოჯახში. დაამთავრა ჟან დე ლეფონტენის ლიცეუმი, შემდეგ — პარიზის უნივერსიტეტის მთარგმნელთა და თარჯიმანთა უმაღლესი სკოლა. 1967 წლიდან მუშაობდა „რადიო თავისუფლების“ ქართულ რედაქციაში, 1986 წლიდან გარდაცვალებამდე კი იყო მისი დირექტორი. ქართულის და ფრანგულის გარდა თავისუფლად ფლობდა რუსულ, გერმანულ და ინგლისურ ენებს, რაც საშუალებას აძლევდა მოეპოვებინა მსმენელთა ფართო წრისთვის ხშირად მიუწვდომელი ინფორმაცია. თანამშრომლობდა ემიგრანტულ ბეჭდვით პრესაშიც („ივერია“, „თავისუფლების ტრიბუნა“). ცნობილი იყო საქართველოს ამბების ობიექტური გაშუქებით. დაქორწინებული იყო დავით (დათიკო) ურატაძეზე (გრიგოლ ურატაძის ძმისშვილი, დ. 1916 — გ. 1978). გულნარა პატარიძის ძმა — ოთარ პატარიძე საფრანგეთის ქართული სათვისტომოს ერთ-ერთი ხელმძღვანელია.

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

  • გამსახურდიას და კოსტავას სასამართლო პროცესი : [ქართული დისიდენტიზმის მეთაურების ზ. გამსახურდიასა და მ. კოსტავას 1978 წლის სასამართლო პროცესი] / გულნარა პატარიძე // ივერია : პერიოდული გამოცემა / ეროვნულ-დემოკრატიული პარტია. - პარიზი, 1979. - N21. - გვ.7-12

ლიტერატურა რედაქტირება

  • პატარიძე ელისე // ქართველები უცხოეთში : წ.1 / რუსუდან დაუშვილი, გრიგოლ კალანდაძე, რუსუდან კობახიძე, გოჩა ჯაფარიძე, თემურ ტარტარაშვილი. - თბ., 2012. - გვ.161.
  • გულნარა პატარიძის ოჯახს : სამძიმარი // საქართველოს რესპუბლიკა. / ედუარდ შევარდნაძე. - თბილისი, 2003. - 12 ივნისი. - N152(4531). - 1 გვ.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება