გულნარა ბრეგვაძე (დ. 4 აპრილი, 1940, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1964 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1964–1967 წლებში იყო ვირსალაძის სახელობის სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი. 1967–1972 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ინფექციურ დაავადებათა კათედრის უფროსი ლაბორანტი. 1972–1981 წლებში ამავე კათედრის ასისტენტი. 1989 წლიდან კათედრის დოცენტი. ავტორია 36 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ინფექციურ დაავადებათა აქტუალურ პრობლემებს.

1968 წლის 26 სექტემბერს საკანდიდატო დისერტაციის თემა — „სისხლის შრატის ჰემოპოეზური აქტიობა ანკილოსტომიდოზის დროს დაიცვა.“

ლიტერატურა რედაქტირება

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ. 46

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება