გუირა-დე-მელენა (ესპ. Güira de Melena) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი კუბაში, არტემისის პროვინციაში, ზღვის დონიდან 20 მ სიმაღლეზე. მდებარეობს კუბის სამხრეთ ნაწილში, ბატაბანოს ყურის სიახლოვეს. ქალაქი დაარსდა 1779 წელს.[1] ვრცელდება სან-ანტონიო-დე-ლოს-ბანიოსიდან სამხრეთით და ალკისარიდან აღმოსავლეთით.

ქალაქი
გუირა-დე-მელენა
Güira de Melena
ქვეყანა კუბის დროშა კუბა
პროვინცია არტემისა
კოორდინატები 22°48′07″ ჩ. გ. 82°30′17″ დ. გ. / 22.80194° ჩ. გ. 82.50472° დ. გ. / 22.80194; -82.50472
დაარსდა 1779
ფართობი 178 კმ²
ცენტრის სიმაღლე 20
მოსახლეობა 37.838 კაცი (2004)
სიმჭიდროვე 212,6 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-5
სატელეფონო კოდი 7
გუირა-დე-მელენა — კუბა
გუირა-დე-მელენა

ეკონომიკის საფუძველია სოფლის მეურნეობა. განვითარებულია კარტოფილის, ბანანის, ანანასისა და სხვ. კულტურები. წამყვანი როლი ენიჭება თამბაქოს მოყვანას. მუნიციპალიტეტის ფართობია 178 კმ².[2] 2004 წლის აღწერის მონაცემებით მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა 37.838 ადამიანი.[3] მოსახლეობის სიმჭიდროვე 212,6 ადამიანი კმ²-ზე.

რაიონის რელიეფი თანაბარია, არ გვხვდება მაღალი მთები. სანაპირო ზოლი მტვრიანია, ნაყოფიერ ნიადაგს მოაქვს ბანანის, ჟოლოს და სხვა მცირე ზომის ხილის მოსავალი.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Guije.com. Güira de Melena. ციტირების თარიღი: 2007-10-07. (ესპანური)
  2. Statoids. (July 2003)Municipios of Cuba. ციტირების თარიღი: 2007-10-07.
  3. Atenas.cu. (2004)2004 Population trends, by Province and Municipality. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-27. ციტირების თარიღი: 2007-10-07. (ესპანური)