გუთანასარი (სომხ. Գութանասար), ასევე გუთანი — ჩამქრალი სამთავიანი ვულკანი სომხეთში. მდებარეობს კოტაიქის პროვინციაში, გეღამის მთიანეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, სოფელ ფანტანიდან სამხრეთით 2,5 კილომეტრში.

გუთანასარი
კოორდინატები: 40°22′05″ ჩ. გ. 44°41′03″ ა. გ. / 40.36806° ჩ. გ. 44.68417° ა. გ. / 40.36806; 44.68417
ქვეყანა სომხეთის დროშა სომხეთი
სიმაღლე 2299 
ქედი გეღამის ქედი
გუთანასარი — სომხეთი
გუთანასარი

გუთანასარი გეღამის ქედის სხვა მწვერვალებისგან მოშორებით მდებარეობს. ვულკანის სიმაღლე ზღვის დონიდან 2299 მეტრია[1], ხოლო შეფარდებითი სიმაღლე - 300 მეტრი. მთა დაფარულია მდელოს თხელი ფენით.

სახელწოდება რედაქტირება

სომხურ ენაში გუთან - „გუთანს“ ნიშნავს. მთამ სახელწოდება გუთანსარი მისი ჩრდილოეთი ფერდობიდან გამომდინარე მიიღო, რომლის ნაოჭებიც გუთნის მიერ დატოვებულ კვალს ჰგავს.

ფაუნა რედაქტირება

გუთანსარის შემოგარენში ფაუნის შემდეგი სახეობებია წარმოდგენილი:

  • ხვლიკები: საშუალო ხვლიკი (Lacerta media), ნაირის კლდის ხვლიკი (Darevskia nairensis), ტანადი გველისთავა (Ophisops elegans).

გალერეა რედაქტირება

გუთანასარის ვულკანის ლავა
 
 
 
 
 
 

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Gutanasar Peakery