გუარანის ომი

მნიშვნელოვანი რედუქციების განლაგების ადგილები
თარიღი 1756 წლის თებერვალი
მდებარეობა სამხრეთი ამერიკა
შედეგი მოკავშირეთა გამარჯვება
მხარეები
პორტუგალიის სამეფო
ესპანეთის სამეფო
გუარანის ტომები
ძალები
3 000 კაცი უცნობია
დანაკარგები
3 გარდაცვლილი 1 511 გარდაცვლილი
გუარანის ომი ვიკისაწყობში

გუარანის ომი 1756 წელს, აგრეთვე ცნობილი როგორც შვიდი რედუქციის ომი — მიმდინარეობდა შვიდი იეზუიტური რედუქციის გუარანის ტომებსა და გაერთიანებულ ესპანურ-პორტუგალიურ ძალებს შორის. ამის მიზეზი იყო 1750 წლის მადრიდის ხელშეკრულება, რომელმაც სამხრეთ ამერიკაში ესპანურ-პორტუგალიურ კოლონიურ ტერიტორიებს შორის სადემარკაციო ხაზი გაავლო.

ორ ერს შორის საზღვარი მდინარე ურუგვაიზე გადიოდა, მდინარის აღმოსავლეთ ნაწილიდან მიწებს პორტუგალიელები ფლობდნენ. ამ ნაწილში განლაგებული შვიდი იეზუიტური მისია, რომლებსაც აღმოსავლეთის მისიებს უწოდებდნენ, დაიშალა და მდინარის დასავლეთ ნაპირზე, ესპანურ ნაწილში გადავიდა.

1754 წელს იეზუიტებმა მისიებზე კონტროლი დაკარგეს, მაგრამ გუარანის ხალხმა სეპე ტიარახუს ხელმძღვანელობით ადგილის შეცვლის შესახებ ბრძანების შესრულებაზე უარი განაცხადა. 1754 წელს, ესპანეთის არმიამ გუარანები წარუმატებელი მისიებიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანა. 1756 წელს, ესპანელი და პორტუგალიელი ჯარისკაცების გაერთიანებული 3 000 კაციანი რაზმი დასახლებას თავს დაესხა. დაიღუპა 1 511 გუარანი, ევროპელთა მხარეს კი მხოლოდ 3 ადამიანი. ბრძოლის შემდეგ, გაერთიანებულმა ესპანურ-პორტუგალიურმა არმიამ შვიდი მისია დაიკავა.

საბოლოოდ, ესპანეთმა და პორტუგალიამ 1750 წლის ხელშეკრულება 1761 წელს ელ-პარდოს ხელშეკრულებით ჩაანაცვლეს, რომლის მიხედვითაც, შვიდი მისია და მისი შემოგარენი ესპანეთის კონტროლის ქვეშ შედიოდა.

1986 წელს, ეს მოვლენები აისახა ფილმში „მისია“.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება