გუანტანამოს უბე (ესპ. Bahía de Guantánamo) — უბე კუბის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, კარიბის ზღვაში.

გუანტანამოს უბე — კუბა
გუანტანამოს უბე
გუანტანამოს უბის ადგილმდებარეობა (კუბა).
გუანტანამოს უბის თანამგზავრული ფოტო

გარშემორტყმულია მაღალი ციცაბო მთებით, რომლებიც ქმნიან ერთგვარ ანკლავს კუნძულის დანარჩენი ნაწილისაგან. პორტისკენ ვიწრო შესასვლელი გააჩნია, აქვს 19 კმ სიგრძე და 10 კმ სიგანე და იტევს დიდ გემებს. უბის სანაპიროებზე გაშენებულია პორტები კაიმანერა და ბოკერონი, რომლებიც სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლით დაკავშირებულები არიან ქალაქ გუანტანამოსთან, რომელიც უბისგან დაახლოებით 15 კილომეტრითაა დაშორებული.

გუანტანამოს უბე აშშ-ის მიერ კონტროლირებადი დიდი სამხედრო-საზღვაო ბაზაა (საიჯაროა 1903 წლიდან).[1] 1959 წლის რევოლუციის შემდეგ კუბის მთავრობამ პროტესტი გამოუცხადა აშშ-ს. კუბა მოითხოვს გუანტანამოს რაიონში მისი კუთვნილი სახმელეთო და საზღვაო ტერიტორიის დაბრუნებას.

2002 წლიდან ბაზის ტერიტორიაზე მოქმედებს ციხე.


იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება