გუანარე (ესპ. Guanare) — ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ ვენესუელაში, პორტუგესის შტატის ადმინისტრაციული ცენტრი. 2001 წლის მონაცემებით გუანარეს მოსახლეობა შეადგენდა 157.400 ადამიანს,[1] 2007 წლის მონაცემებით მოსახლეობა უდრის 235.000 ადამიანს. მდებარეობს ანდების მთისწინეთში, ზღვის დონიდან 183 მ სიმაღლეზე. განვითარებულია სოფლის მეურნეობა. ქალაქში არის უმაღლესი სასწავლებლები.

ქალაქი
გუანარე
Guanare

გუანარე
დროშა

ქვეყანა ვენესუელის დროშა ვენესუელა
შტატი პორტუგესა
კოორდინატები 9°02′37″ ჩ. გ. 68°44′56″ დ. გ. / 9.04361° ჩ. გ. 68.74889° დ. გ. / 9.04361; -68.74889
დაარსდა 3 ნოემბერი, 1591
ფართობი 2,008 კმ²
ცენტრის სიმაღლე 183
მოსახლეობა 235.000 კაცი (2007)
სიმჭიდროვე 100.63 კაცი/კმ²
სატელეფონო კოდი 0257
საფოსტო ინდექსი 3350
ოფიციალური საიტი [Alcaldía de Guanare (ესპანური) Alcaldía de Guanare (ესპანური)]
გუანარე — ვენესუელა
გუანარე

დაარსდა 1591 წლის 3 ნოემბერს. სხვადასხვა შეხედულებით გუანარე მიჩნეულია ვენესუელის სასულიერო დედაქალაქად. ქალაქის ცენტრში აღმართულია ქვეყნის ეროვნული გმირის — სიმონ ბოლივარის ძეგლი.

მისასვლელი გზით ჩრდილო-აღმოსავლეთით დაკავშირებულია ქალაქ სან-კარლოსთან, ჩრდილოეთით ქალაქ ბარკისიმეტოსთან, სამხრეთ-დასავლეთით ქალაქ ბარინასთან.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-08-25. ციტირების თარიღი: 2011-10-04.