„გონება და გრძნობა“ — ინგლისელი ნოველისტის, ჯეინ ოსტინის რომანი. გამოქვეყნდა 1811 წელს. ოსტინმა იგი გამოსცა ფსევდონიმით „ქალბატონი“.

„გრძნობა და გონება“
Sense and Sensibility

„გონება და მგრძნობელობის“ პირველი გამოცემის გარეკანი
ავტორი ჯეინ ოსტინი
ქვეყანა გაერთიანებული სამეფო
ენა ინგლისური
გამომცემელი ტ. ეგერტონი, Whitehall
გამოცემის თარიღი 1811
მედია ნაბეჭდი
მომდევნო სიამაყე და ცრურწმენა
ISBN NA

ორი და, ორი სრულიად განსხვავებული ხასიათი: ერთი მხრივ, მშვიდი და წინდახედული ელინორი, რომლის ხვედრი სხვათა ნუგეშისცემაა, მეორე მხრივ კი, მგრძნობიარე და იმპულსური მარიანა.დიდ ტკივილისა და მრავალი განსაცდელის შემდეგ რწმუნდებიან დები, რომ გრძობა მხოლოდ საღ აზრთან იძლევა ბედნიერების შანსს საზოგადოებაში, რომელშიც ფული და სოციალური სტატუსი ბატონობს. სწორედ ორი დის ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე გვიამბობს ჯეინ ოსტინის პოპულარული რომანი გონება და გრძნობა

წიგნი რამდენიმეჯერ არის ეკრანიზებული, მათ შორის, 1981 წელს სერიალის სახით, რომლის რეჟისორი როდნი ბენეტია. 1995 წელს რეჟისორმა ენგ ლიმ, გადაიღო ფილმი, სადაც მთავარ როლებს ასრულებენ მსახიობები: ემა ტომპსონი, ქეით ვინსლეტი, ალან რიკმენი და ჰიუ გრანტი. ოქროს გლობუსისა და ბაფთას ყოველწლიურ ცერემონიაზე, ფილმი წლის საუკეთესო დრამად დასახელდა. 2008 წელს ოსტინის ამ ნოველაზე დაფუძნებით, „ბიბისიმ“ გადაიღო სერიალი.

წიგნის შინაარსი რედაქტირება

მისტერ დეშვუდის გარდაცვალების შემდეგ მისი ქონება, მამული — ნორლენდ პარკი — პირდაპირ გადავა ერთადერთი ვაჟის ჯონის მფლობელობაში, რომელიც მას პირველ ცოლთან ჰყავდა. მისის დეშვუდს (მისტერ დეშვუდის მეორე ცოლს) და მათ ქალიშვილებს ელინორს, მერიენს და მარგარეტს, ჯონის გადაწყვეტილებით, საკმაოდ მცირე შემოსავალი ერგებათ.

სიკვდილის წინ მისტერ დეშვუდი ჯონს პირობას ჩამოართმევს, რომ ის იზრუნებს ნახევარ დებზე, მაგრამ ჯონის ეგოისტი და ხარბი ცოლი, ფანი, ადვილად არწმუნებს ქმარს, რომ მას არანაირი ფინანსური ვალდებულება არ აქვს და მის დებს დედასთან ერთად თითქმის უფულოდ დატოვებს. ცოლ-ქმარი მამის გარდაცვალების შემდეგ მალევე გადავლენ ნორლენდში და თავიანთ ადგილს დაიკავებენ იქ, როგორც ახალი მფლობელები. დეშვუდის ქალებს მათივე სახლში სტუმრის როლის მორგება უწევთ და იძულებულნი არიან ახალი საცხოვრებლის მოძებნას შეუდგნენ, რაც მათი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით არც თუ ისე ადვილია.

ფანის ძმა, ედვარდ ფერარსი, მომხიბვლელი, თავმდაბალი, ინტელიგენტი, მაგრამ გულჩათხრობილი და მორცხვი ახალგაზრდა მამაკაცი ჩამოვა ნორლენდში დის მოსანახულებლად. ის და ელინორი ერთმანეთის მიმართ სიმპათიით განეწყობიან. მისის დეშვუდი იმედს ამყარებს მათ ქორწინებაზე. ფანი შეურაცხყოფილად მიიჩნევს თავს ამ აზრის გამო და განაცხადებს რომ დედამისს, მისის ფერარსს, მდიდარ ქვრივს, თავისი შვილისთვის ჯერ წარმატებული კარიერის შექმნა სურს შემდეგ კი რძლად მაღალი საზოგადოების ქალი, თანაც დიდი ქონების მფლობელი. მისის დეშვუდი გადაწყვეტს ნორლენდის დატოვებას. მიუხედავად იმისა, რომ ედვარდი ყურადღებას იჩენს ელინორის მიმართ, მისი თავშეკავებული ქცევა ელინორისთვის ძნელს ხდის გაიგოს თუ რა განზრახვა ამოძრავებს ედვარდს. ელინორი თავის ახლობლებს განუცხადებს რომ არ უნდა ჰქონდეთ ამ ქორწინების იმედი, თავად კი გარეგნულად არც კი იმჩნევს სასოწარკვეთასა და იმედგაცრუებას.

მდიდარი სერ ჯონ მიდელტონი, მისის დეშვუდის ნათესავი, შესთავაზებს მისის დეშვუდს თავის კოტეჯს და მამულს ბარტონ პარკში. ისიც გადაწყვეტს დათანხმდეს ამ შემოთავაზებას. სერ ჯონი მათ ძალიან თბილად მიიღებს და დაჟინებით მოსთხოვს რომ მასთან და ცოლთან ერთად ყოველდღე ისაუზმონ ბარტონ პარკის დიდ სახლში, რათა შეუერთნენ მათ ოჯახს და სოციალურ ცხოვრებას.

სერ ჯონთან ვიზიტისას, დეშვუდები შეხვდებიან მათ ძველ მეგობარს, დინჯ, წყნარ და ზრდილობიან პოლკოვნიკ ბრენდონს. მალე ნათელი გახდება რომ ბრენდონს მოსწონს მერიანი. მისის ჯენინგსი მერიენს ხშირად უხსენებს მას. მერიენს არ სიამოვნებს ეს სიტუაცია და ვერ წარმოუდგენია რომ იგი შეძლებს პოლკოვნიკ ბრანდონის შეყვარებას, რომელიც უკვე 35 წლისაა.

 
19-ე საუკუნის ილუსტრაცია, სადაც ჩანს თუ როგორ აჭრის თმას უილობი მერიენს.

ერთხელაც მერიანი, სეირნობისას წვიმაში მოყვება, ფერდობზე დაცურდება და მყეს დაიჭიმავს. ამ დროს გამოჩნდება ჯონ უილობი, რომელიც დეიდის, მისის სმიტის მოსანახულებლად იმყოფება იმ ადგილას. ის მერიანს სახლში წაიყვანს და მალევე მთელი ოჯახის კეთილგანწყობას მოიპოვებს, ის და მერიენი ერთმანეთს ძალიან ჰგვანან კარგი შესახედაობით, რომანტიკული თვისებებით, პოეზიის, მუსიკის და ხელოვნების კარგი ცოდნით, გემოვნებით. უილობი ბრენდონთან შედარებით სრულიად საპირისპირო პიროვნება აღმოჩნდება. ის ყოველდღე დადის მერიანას მოსანახულებლად და ყველა იეჭვებს რომ შეიძლება წყვილი საიდუმლოდ იყოს დანიშნული. ელინორი შეშფოთებულია მერიანის უდარდელი, მხიარული ქცევით უილობის თანდასწრებით და აფრთხილეს მას, მაგრამ მერიანი მას ყურს არ უგდებს. ერთხელაც უილობი და მერიანი ერთად წავლენ სახლის სანახავად, რომელიც უილობის უნდა ერგოს ანდერძით. ელინორი ანერვიულებულია იმით, რომ მერიანი მარტო უნდა წავიდეს იმ სახლის სანახავად, რომლის მფლობელიც არის მისის სმიტი, რომელსაც სრულიად არ იცნობს. ელინორა ვარაუდობს (ასევე მარიანაც), რომ უილობის მერიანი მიჰყავს სწორედ იმ სახლის საჩვენებლად, სადაც წესით ქორწილის შემდეგ უნდა იცხოვრონ. მეორე დღეს უილობთან ვიზიტის შემდეგ მერიანს, მისის დეშვუდი და ელინორი ისტერიკაში ჩავარდნილს აღმოაჩენენ; უილობმა მას განუცხადა რომ დეიდამისი ლონდონში აგზავნის საქმის გამო და ვერ მოახერხებს აქ დაბრუნებას 1 წლის განმავლობაში. ის უარყოფს დეშვუდების წინადადებას მათთან დარჩენაზე და სასწრაფოდ გაემგზავრება. მერიანი დეპრესიაში ჩავარდება და ცდილობს დარდი მუსიკის მეშვეობით გაიქარწყლოს და იმ წიგნების დახმარებით, რომელსაც უილობი და მერიანი ერთად კითხულობდნენ.

ედვარდ ფერარსი ცოტა ხნით ესტუმრება დეშვუდებს ბარტონის კოტეჯში, მაგრამ სევდიანად და უხასიათოდ იქნება. ელინორი შიშობს რომ ედვარდს მის მიმართ აღარ გააჩნია გრძნობები. თუმცა მერიანისგან განსხვავებით არ იმჩნევს მწუხარებას, გრძნობს რომ მისი მოვალოებაა გარეგნულად არაფერი შეიმჩნიოს დედისა და დის გამო, რომელთაც ჰგონიათ რომ ედვარდს ელინორი უყვარს.

ანა და ლუსი სტილი, ლედი მიდლტონის ვულგარული და გაუნათლებელი ნათესავები, ჩამოდიან ბარტონ პარკში დასარჩენად. სერ ჯონი ლუსის მიანიშნებს რომ ელინორს ედვარდი მოსწონს. შემდეგ ლუსი სტილი გაუმხელს, რომ ის მისტერ ფერარსზე 4 წელია საიდუმლოდ არის დანიშნული. ელინორი ედვარდს ადანაშაულებს იმაში რომ მან უფლება მისცა იგი მოსწონებდა, მაშინ როდესაც ის დანიშნული იყო. ის ხვდება რომ ედვარდი მაშინ დაინიშნა ლუსიზე როდესაც ის ძალიან ახალგაზრდა და მიამიტი იყო და ალბათ ეს მისი შეცდომა იყო. ელინორი ფიქრობს და იმედოვნებს რომ ედვარდს ლუსი არ უყვარს, მაგრამ არ უნდა მან ლუსის გული გაუტეხოს, ჩაშალოს მათი ნიშნობა და ფიცი დაარღვიოს. ელინორი ცდილობს რომ დამალოს თავისი შინაგანი მდგომარეობა და ლუსის არწმუნებს, რომ იგი არაფერს გრძნობს ედვარდის მიმართ ლუსი კი მას საიდუმლო მეგობრად დაიგულებს. ეს ცოტა სირთულეს წარმოადგენს, რადგანაც ელინორი ხვდება, რომ ლუსის შეიძლება ედვარდი გულწრფელად არ უყვარდეს და მას ბედნიერად ვერ გახდის. ლუსი ელინორს ეტყვის რომ მისის ფერარსი უეჭველად არ დაეთანხმება მათ შეუღლებას და ისინი გეგმავენ მისი გარდაცვალების შემდეგ დაქორწინებას, ან მანამდე თუ ედვარდი იპოვის გზას რომ ფინანსურად უზრუნველყოფილი იყოს დედამისისს გარეშე.

ელინორი და მერიანი ზამთარს მისის ჯენინგის სახლში, ლონდონში გაატარებენ. მერიანი ჩასვლისთანავე წერილებს წერს უილობის. ამიტომაც ელინორი დარწმუნებულია, რომ ისინი დანიშნულები არიან, რადგან მხოლოდ დანიშნული წყვილი ურთიერთობს ასე. თუმცა მერიანის წერილები უპასუხოდ რჩება. ერთ-ერთი წვეულების დროს კი, უილობი მას გვერდზე ცივად ჩაუვლის და ასევე მიესალმება. მოგვიანებით ის მიწერს მერიანს, რომ დანიშნული არის მის გრეიზე, მდიდარ ქალზე შემოსავლით 50, 000 ევრო (დაახლოებით 1. 7 მილიონი ევრო დღევანდელი კურსის მიხედვით)[1] დაუბრუნებს თმის კულულს და წერილებს. მერიანი განადგურებულია და ელინორს წინაშე აღიარებს, რომ ის და უილობი არასდროს ყოფილან დანიშნულები, მაგრამ მას სჯერა რომ უილობისაც უყვარდა იგი.

ამასობაში სიმართლე გაირკვევა უილობის შესახებ; პოლკოვნიკ ბრენდონი ელინორს ეტყვის, რომ უილობიმ ბრენდონის აღსაზრდელი შეაცდინა, თხუთმეტი წლის ელიზა უილიამსი და მიატოვა მაშინ, როდესაც ის ფეხმძიმედ იყო. ბრენდონი ადრე შეყვარებული იყო მის უილიამსის დედაზე, ქალზე რომელიც ჰგავდა მერიანს და რომლის ცხოვრებაც დაინგრა უიღბლო ქორწინების გამო.

ფანი დეშვუდი, რომელიც აგრეთვე ლონდონში იმყოფება, უარყოფს ქმრის წინადადებას, რომელიც სთავაზობს დეშვუდების გოგონების მოწვევას. ამის მაგივრად, ის დაპატიჟებს მის სტილს. ლუსი სტილი ტრაბახს დაიწყებს ელინორთან, რომ ფანის დედა, მისის ფერარსი მას ფავორიტად მიიჩნევს. მართლაც რომ ფანის და მისის ფერარს ძალიან მოეწონებათ ლუსი, ხოლო ამის შემხედვარე მის ანა სტილი გადაწყვიტავს გაამხილოს ლუსის და ედვარდის ნიშნობის ამბავი. როდესაც მისის ფერარსი გაიგებს ედვარდის და ლუსის დანიშნვის ამბავს, ის გაბრაზდებია და გააგდებს მის სტილს ქუჩაში. მისის ფერარსი მოსთხოვს ედვარდს ნიშნობის ჩაშლას, თუ არადა ის დაკარგავს მემკვიდრეობას. ედვარდი, რომელსაც სჯერა რომ ნიშნობის ჩაშლა ლუსისადმი უპატივცემულობა და ფიცის დარღვევა იქნება, უარს ამბობს ამ წინადადებაზე და მისი მემკვიდრეობა მის ძმას რობერტს გადაეცემა. ელინორი და მერიანი წუხან ედვარდის გამო და თვლიან რომ მან კეთილშობილი საქმე გააკეთა, რადგან სიტყვა არ გატეხა.

ედვარდი გადაწყვეტს გახდეს ოლქის ქორეპისკოპოსი, ხოლო პოლკოვნიკი ბრენდონი, რომელმაც იცის როგორ შეიძლება დაინგრეს შენი ცხოვრება როდესაც შენ სიყვარულს უარყოფენ, გამოხატავს თანაგრძობას ედვარდის სავალალო მდგომარეობის გამო და სთხოვს ელინორის იყოს მისი შუამავალი და შეთავაზონ ედვარდს პასტორის სახლი ბრენდონის მამულში, დელაფორდში, წელიწადში 200 ფუნტად. პოლკოვნიკი პირობას ვერ მისცემს ედვარდს რომ ასეთი შეთავაზებით იგი შეძლებს ლუსიზე დაქორწინებას და ოჯახის რჩენას, თუმცა პირდება რომ საკმარისი იქნება სანამ ის რამე უკეთეს იპოვის. ელინორი ედვარდის ძმას რობერტს შეხვდება და გაკვირვებული დარჩება იმ ფაქტით რომ ედვარდმა არაფერი არ იცის მისი ძმის ქონების გადმოცემის შესახებ.

დების ვიზიტი ლონდონში დასასრულს უახლოვდება. ისინი ემზადებიან კლივლენდის (მისის ჯენინგის სიძის მამულის) გავლით ბარტონში დაბრუნებას. იქ, უილობის გამო დათრგუნული მერიანი არ მიაქცევს თავის ჯანმრთელობას ყურადღებას, სასოწარკვეთილი წვიმაში ივლის და სერიოზულად ავად გახდება. გაიგებს რა უილობი მერიანის ავადმყოფობის ამბავს სასწრაფოდ გაემგზავრება მათთან და გაუმხელს ელინორს რომ მას მართლა უყვარდა მერიანი, მაგრამ რადგანაც მან მემკვიდრეობა დაკარგა მის უილიამსის შეცდენის გამო, გადაწყვეტს დაქორწინდეს მდიდარ მის გრეიზე.

ელინორი მერიენს ეტყვის უილობის ვიზიტის შესახებ. მერიანი აღიარებს რომ მიუხედავად იმისა რომ მას მართლაც უყვარდა უილობი, იგი ვერ იქნებოდა ბედნიერი იმ ადამიანთან რომელმაც შვილი მიატოვა. მერიანი ასევე გააცნობიერებს რომ მისი ავადმყოფობა გამოწვეული იყო დარდის და გადაჭარბებლი მგრძნობიარობის გამო და ის რომ მომკვდარიყო, მორალურად მისი სიკვდილი თვითმკვლელობის ფასის იქნებოდა. ელინორის მხარში ამოდგომის შემდეგ მარიანა შეეცდება დაუბრუნდეს თავის ძველ ცხოვრებას.

დეშვუდების ოჯახი შეიტყობს ლუსის გათხოვებას მისტერ ფერარსზე. როდესაც მისის დეშვუდი დაინახავს თუ როგორი გულგატეხილია ელინორი, საბოლოოდ გააცნობიერებს ელინორის ნამდვილ გრძნობებს ედვარდის მიმართ და წუხს რომ მან არ მიაქცია მეტი ყურადღება შვილს. მოულოდნელად, მეორე დღეს მათ ედვარდი ესტუმრებათ და გაუმხელს რომ სინამდვილეში მისმა ძმამ, რობერტ ფერარსმა მოიყვანა ლუსი ცოლად. მან განაცხადა რომ ის ლუსის მახეში იყო გაბმული, „ქალის რომელიც დიდი ხანია აღარ უყვარდა“, და თურმე ლუსიმ მათი ნიშნობა ჩაშალა, რათა გაყოლოდა ახლა უკვე მდიდარ რობერტს. ედვარდი ელინორს ცოლობას თხოვს და ისიც დათანმხდება. ედვარდი ბოლოს და ბოლოს შეურიგდება დედამისს, რომელიც მას ათი ათას ფუნდს აჩუქებს. ასევე ის შეურიგდება თავის დას ფანის. ედვარდი და ელინორი დაქორწინდებიან და გადავლენ საცხოვრებლად პასტორის სახლში, დელაფორდში.

მისტერ უილობის მფარველი ბოლოს და ბოლოს დაუბრუნებს მას მემკვიდრეობას გონივრულად გადადგმული ნაბიჯის გამო (იგულისხმება ქორწინება). უილობი გააცნობიერებს რომ მერიანთან ქორწინების შემთხვევაშიც ის იგივე შედეგს მიიღებდა და რომ მოქცეულიყო პატიოსნად მას ორივე ექნებოდა — სიყვარული და ფული.

შემდეგი ორი წლის განმავლობაში, მისის დეშვუდი, მერიანი და მარგარეტი ძირითად დროს სულ დელფორდში გაატარებენ. მერიანი დაუახლოვდება და უკეთ გაიცნობს პოლკოვნიკ ბრენდონს. ის 19 წლისა გადაწყვეტს ცოლად გაჰყვეს 37 წლის პოლკოვნიკს. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად იგი 20 წლით უფრო მამაკცაზე გათხოვებას მიუღებლად თვლიდა, ნელ-ნელა მას პოლკოვნიკისადმი ღრმა სიყვარული გაუჩნდება. პოლკოვნიკის სახლი პასტორის სახლთან ახლოს მდებარეობს სადაც ელინორი და ედვარდი ცხოვრობენ, ასე რომ დებს და მათ ქმრებს ხშირად შეუძლიათ ერთმანეთს მონახულება.

წიგნის პერსონაჟები რედაქტირება

  • ჰენრი დეშვუდი — მდიდარი ჯენტლმენი, რომელიც რომანის დასაწყისშივე გარდაიცვალა.
  • მისის დეშვუდი — ჰენრი დეშვუდის მეორე ცოლი, რომელიც მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდება მისი ქმრის გარდაცვალების შემდეგ. რომანის დასაწყისში ის 40 წლისაა.
  • ელინორ დეშვუდი — მისტერ და მისის დეშვუდების მგრძნობიარე და თავშეკავებული უფროსი ქალიშვილი რომელიც რომანის დასაწყისში 19 წლისაა.
  • მერიენ დეშვუდი -მისის დეშვუდის მეორე ქალიშვილი, განსაკუთრებით სენტიმენტალური ახალგაზრდა.
  • სერ ჯონ მიდლტონი — ბარტონ პარკთან ახლოს მცხოვრები დიდგვაროვანი.
  • ჯონ უილობი — ახალგაზრდა ყვაწვილი.

გამოცემის ისტორია რედაქტირება

1811 წელს თომას ეგერთონის საგამომცემლო ბიბლიოთეკამ მიიღო ჯეინ ოსტინის ხელნაწერი იმ პირობით, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში ავტორი აუნაზღაურებდა დანახარჯებს გამომცემლობას. ამასთან ერთად, მწერალმა თავად გადაიხადა ბეჭდვის ხარჯები, წიგნის თავდაპირველი სათაური, „ელონორი და მერიენი“ კი შეცვალა. ნოველა 750 ეგზემპლარად დაიბეჭდა და სრულად გაიყიდა 1813 წლის ივლისამდე. ამან დიდი აღიარება და შემოსავალი მოუტანა ავტორს.

„გონება და გრძნობა“ მსოფლიოს მრავალ ენაზე ითარგმნა. ქართულად პირველად გამოიცა ელფის გამომცემლობის სერიაში „მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსები“.

2022 წელს, გამომცემლობამ „პალიტრა L“ „გონება და გრძნობა“ გამოსცა სერიაში, „ცხოვრება ქალების კალმით“

ლიტერატურა რედაქტირება

  • ჯეინ ოსტინი, „გონება და გრძნობა“, გამომცემლობა „პალიტრა L“, 2022.

სქოლიო რედაქტირება

  1. The National Archives „Take a Break: Currency Converter“. http://www. nationalarchives. gov. uk/currency/default0. asp