გრძელფეხა უდემანსიელა

გრძელფეხა უდემანსიელა (ლათ. Xerula pudens; აგრეთვე ცნობილია როგორც Oudemansiella longipes) — ქსერულას გვარის სოკო ფიზალაკრიასებრთა ოჯახისა.

გრძელფეხა უდემანსიელა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიაჯი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ფირფიტოვანნი
ოჯახი:  ფიზალაკრიასებრნი
გვარი:  ქსელურა
სახეობა:  გრძელფეხა უდემანსიელა
ლათინური სახელი
Xerula pudens

საჭმელი სოკოა, გამოიყენება ახალი, მხოლოდ ქუდი. გავრცელებულია ევროპაში. იზრდება ფოთლოვან ტყეებში, ზაფხულ-შემოდგომით.

სოკო პირველად აღწერა 1801 წელს გერმანელმა მიკოლოგმა კრისტიან ჰენდრიკ პერსონმა როგორც Agaricus radicatus ß pudens.

სამეცნიერო სინონიმები:

  • Agaricus radicatus ß pudens Pers. 1801
  • Gymnopus pudens (Pers.) Gray 1821
  • Agaricus pudens (Pers.) Pers. 1828
  • Collybia pudens (Pers.) S. Lundell 1949
  • Agaricus longipes Bull. 1785
  • Collybia longipes P. Kumm. 1871
  • Marasmius longipes Mont. 1854
  • Chamaeceras longipes (Mont.) Kuntze 1898
  • Mucidula longipes (P. Kumm.) Boursier 1926
  • Xerula longipes (P. Kumm.) Maire 1933
  • Collybia badia J.E. Lange 1938
  • Oudemansiella badia M.M. Moser 1955

აღწერა რედაქტირება

ქუდის დიამეტრი – 3-6 სმ, თავდაპირველად მომრგვალებულ-კონუსისებრი, შემდგომში ბრტყელი. ახასიათებს ბორცვაკი, ზედაპირი ბოჭკოვან-ხავერდოვანი, ნაცრისფერ-ყავისფერი.

ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფირფიტები თავისუფალი, მეჩხერი, შუაში განიერია, ბოლოებში დამრგვალებული, მოყვიათლო-თეთრი.

რბილობი — მოთეთრო ან კრემისფერი, ნუშის მსგავსი სუსტად გამოხატული სუნით. გემოზე ზოგჯერ მწარეა.

ფეხის სიგრძე — 5-10 სმ, სიგანე — 0,8-1 სმ, ქუდისკენ დაწვრილებული, ქუდისკენ გამსხვილებული და ფესვისებურად წაგრძელებული, ბუსუსოვან-ხავერდოვანი ზედაპირით, მუქ-მურა-ყავისფერია.

სპორები — 8-9X6-6,5 მკმ, განიერელიფსისებრი, უფერული, თითქმის სფეროსებრი.

გავრცელება და ეკოლოგია რედაქტირება

გავრცელებულია ევროპაში. იზრდება ნიადაგზე, ფოთლოვან ტყეებში, უპირატესად კირიან ნიადაგზე, ზაფხულ-შემოდგომით.

კვებითი ღირებულება რედაქტირება

საჭმელი სოკოა, საჭმელად ახალი, მხოლოდ ქუდი. გემოზე ზოგჯერ მწარეა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 110, ISBN 99940-856-1-1.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება