გრძელფეხა (ლათ. Pedetes capensis) — ძუძუმწოვარი ცხოველი მღრღნელების რიგისა. გარეგნულად მინიატურულ კენგურუს ან გიგანტურ მიწის კურდღელს წააგავს. აქვს 35-43 სმ სიგრძის სხეული, 4 კგ-მდე წონა. შემოსილია აბრეშუმისებრი ბეწვით, რომელიც ზურგზე მურა-ყავისფერია, მუცელზე — თითქმის თეთრი. უკანა ფეხები ბევრად უფრო გრძელი აქვს, ვიდრე წინა და ამიტომ დიდი, 2-3 მ-მდე სიგრძის ნახტომებით მოძრაობს. ბინადრობს სამხრეთ და აღმოსავლეთ აფრიკის სტეპებსა და უდაბნოებში. მეღამური ცხოველია, დღეს მიწისქვეშა რთულსავალებიან სოროში ატარებს. ხშირად კოლონიებად ცხოვრობს. იკვებება მცენარეულობით, ზოგჯერ მწერებით. იყენებენ მის ხორცსა და ბეწვს. ტყვეობაში გრძელფეხა მალე 2-3 კვირაში თვინიერდება.

გრძელფეხა
გრძელფეხა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ლათინური სახელი
Pedetes capensis
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 16467

ლიტერატურა რედაქტირება