გრიგოლ XIV (ლათ. Gregorius PP. XIV; ერისკაცობაში ნიკოლო სფრონდრატი; დ. 11 თებერვალი, 1535 — გ. 16 ოქტომბერი, 1591) — რომის პაპი 1590 წლის 5 დეკემბრიდან, მის გარდაცვალებამდე, 1591 წლის 16 ოქტომბრამდე.

გრიგოლ XIV

ნიკოლო სფრონდრატი დაიბადა 1535 წლის 11 თებერვალს მილანში. შეისწავლა სამართალი. კონკლავზე მისი კანდიდატურა წარადგინეს ესპანეთის სამეფო კარის ინიციატივით. კორონაციის შემდეგ მხარი დაუჭირა ფილიპე II-ის ანტიფრანგულ პოლიტიკას. აქტიურად ჩაერია კათოლიკური ეკლესიის სასარგებლოდ, საფრანგეთის რელიგიურ ომებში. კორონაციიდან 10 თვეში გარდაიცვალა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

წინამორბედი:
ურბან VII
რომის პაპი

15901591
შემდეგი:
ინოკენტი IX