გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებანი (A-109)

გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებანი (A-109) — XII საუკუნის ქართული ხელნაწერი წიგნი, ფილოსოფიურ-თეოლოგიური კრებული. შეიცავს 19 ტექსტს. ქართული თარგმანის ავტორია ეფრემ მცირე. წიგნი კომენტირებული ხელნაწერის ერთ-ერთი საუკეთესო ილუსტრირებული ეგზემპლარია.

გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებანი (A-109), მინიატიურა, ნათლისღების სცენა

საწერ მასალად გამოყენებულია ქაღალდი. შეიცავს 280 ფურცელს, რომელთა ზომებია 42,5X31 სანტიმეტრი. გადაწერილია ნუსხური დამწერლობით, ყავისფერი მელნით; სათაურები და დასაწყისები სინგურითაა შესრულებული. შემკულია საზედაო ასოებით, მარგინალური ნიშნებითა და მხატვრული კომპოზიციებით.

გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებათა ეს ხელნაწერი XVIII საუკუნეში ეკუთვნოდა ერეკლე II-ის შვილიშვილს, დავით ბატონიშვილს. დღეს ინახება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის A ფონდში.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქართული ხელნაწერი წიგნი, V-XIX საუკუნეები, თბილისი, 2012, გვ. 60-63