სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ქურდიანი.

გრიგოლ ქურდიანი (დ. 5 მარტი, 1873, საგარეჯო — გ. 14 ივნისი, 1957, თბილისი) — ქართველი ინჟინერი. საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი.

ბიოგრაფია რედაქტირება

საშუალო განათლება თბილისის რეალურ სასწავლებელში მიიღო. 1898 წელს დაამთავრა ხარკოვის პოლიტექნიკური ინსტიტუტი. წლების განმავლობაში მუშაობდა ალავერდის სპილენძისადნობი ღუმლების მშენებლობაზე და ქალაქ თბილისის მთავარი ინჟინერ-არქიტექტორი. ხელმძღვანელობდა თბილისისა და ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის რეკონსტრუქციასა და შექმნას. 1917 წელს მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული ყრილობის მუშაობაში. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ განახლებული ეროვნული საბჭო სრულად პარტიული სისტემით დაკომპლექტდა, რის შემდეგაც ეროვნული საბჭო დატოვა. 1918 წელს დააარსა ტექნიკური საზოგადოება. დამოუკიდებლობის პერიოდში ეწეოდა აქტიურ პროფესიულ საქმიანობას. კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. საქართველოში. 1921-1922 წლებში მუშაობდა სახელმწიფო ნაგებობათა თბილისის კომიტეტში, 1922-1924 წლებში ჩატახის თუჯსადნობი ქარხნის აღდგენაზე, 1922-1924 წლებში იყო თბილისის ქალაქის აღმასკომის მთავარი ინჟინერი. 1925 წელს გერმანიაში წავიდა სასწავლებლად. მუშაობდა მტკვრის ნაპირების გამაგრებისა და ხიდების საკითხზე. აგრძელებდა პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამხატვრო აკადემიასა და პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. საფუძველი ჩაუყარა ნატახტრისა და ბულაჩაურის წყალსადენების საკველვაძიებო სამუშაოებს, გაიყვანა 200-ზე მეტი სასოფლო და რაიონული წყალსადენი.ა ვტორია რამდნეიმე ქართულენოვანი სახელმძღავნელოსი.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ირემაძე.ი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 461.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება