გრიგოლ დეკაპოლელი

გრიგოლ დეკაპოლელიმართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 20 ნოემბერი, ახალი სტილით — 3 დეკემბერი.

გრიგოლ დეკაპოლელი
დაიბადა ირინოპოლი, ისავრია
გარდაიცვალა 816
კონსტანტინოპოლი
ხსენების დღე 3 დეკემბერი

ბიოგრაფია რედაქტირება

გრიგოლ დეკაპოლელი დაიბადა ისავრიის ქალაქ ირინოპოლში, რომელიც ათქალაქის ანუ დეკაპოლის შემადგენლობაში შედიოდა. იგი ბავშვობიდანვე საეკლესიო მსახურებას მისდევდა. როცა გრიგოლი წამოიზარდა, დედ-მამამ მისი დაქორწინება გადაწყვიტა, მაგრამ მან ფარულად დატოვა მშობლიური სახლი. იგი მთელი სიცოცხლის მანძილზე მწირობდა: ხან კონსტანტინოპოლში იყო, ხან რომში, კორინთოში, თესალონიკში, რამდენიმე ხანს ოლიმპოს მთის ერთ გამოქვაბულშიც მოსაგრეობდა. ღირსი გრიგოლი ყველგან ღვთის სიტყვას ქადაგებდა, ამხელდა ხატმებძროლთა მწვალებლობას და განამტკიცებდა მართლმორწმუნეებს, რომლებსაც იმ დროს ერეტიკოსები დევნიდნენ. ხატმებრძოლთა ერესს უფრო ქმედითად რომ აღდგომოდა წინ, ღირსი გრიგოლი კონსტანტინოპოლში ჩავიდა. დედაქალაქში წმინდანი დაავადდა და 816 წელს გარდაიცვალა.

ლიტერატურა რედაქტირება

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება