სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჰოპერი.

გრეის ჰოპერი (ინგლ. Grace Hopper დ. 9 დეკემბერი, 1906 — გ. 1 იანვარი, 1992) — ამერიკელი პროგრამისტი და საზღვაო ძალების ადმირალი. ჰოპერი თავის სფეროში მოწინავე ჰარვარდის Mark I კომპიუტერის ერთ-ერთი პირველი პროგრამისტი იყო და მანვე კომპიუტერული პროგრამირების ენის პირველი კომპილატორი შექმნა. ჰოპერმა სახელი გაუთქვა მანქანისგან დამოუკიდებელი პროგრამირების ენებს, რის მეშვეობითაც COBOL-ი, თანამედროვე პროგრამირების ერთ-ერთი პირველი ენა შეიქმნა. მისი მიღწევებისა და საზღვაო ძალების წოდების გამო, ხშირად „საოცარ გრეისს“ უწოდებენ.

გრეის ჰოპერი
დაბადების თარიღი 9 დეკემბერი, 1906
ნიუ-იორკი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 1 იანვარი, 1992 (85 წლის)
არლინგტონის ოლქი, აშშ
დაკრძალულია არლინგტონის ნაციონალური სასაფლაო
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება