გრდემლი (გაზეთი)
„გრდემლი“ — ქართული ყოველკვირეული ეროვნულ-ლიბერალური მიმართულების გაზეთი; გამოდიოდა ქუთაისში 1907 წელს. გამოიცა სამი რვაგვერდიანი ნომერი. მოკლე ხანში „გრდემლის“ ნაცვლად გამოვიდა გაზეთი „ალი“ (მხოლოდ ერთი ნომერი), რომელშიც გაგრძელდა „გრდემლის“ ზოგიერთი დაუმთავრებელი სტატია. რედაქტორ-გამომცემელი — ა. ჩილაევი.
ლიტერატურა რედაქტირება
- ლორთქიფანიძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 259.