გრანოდიორიტი — სრულკრისტალური მაგმური ინტრუზიული ქანი. მომწვანო-მონაცისფროა. შეიცავს კვარცს, მინდვრის შპატებს, ბიოტიტს, რქატყუარას, პიროქსენსა და სხვა. ქმნის ინტრუზიულ სხეულებს — ბათოლითებს, შტოკებსა და ლაკოლითებს. გავრცელებულია ნაოჭა სარტლებში, კერძოდ, კონტინენტების აქტიურ კიდეებსა და ტექტონომაგმატურ აქტივაციის ზონებში. გვხვდება დაახლოებით ყველა იმ რაიონში, სადაც გავრცელებულია მჟავა სიღრმული ქანები. მშენებლობაში იყენებენ როგორც მოსაპირკეთებელ ქვას. გრანოდიორიტისგან იყო გამოჭრილი როზეტის ქვა.

გრანოდიორიტი
გრანოდიორიტი
ცნობები
ტიპი მაგმური
შედგენილობა მინდვრის შპატები
რქატყუარა
პიროქსენი
ბიოტიტი
კვარცი
შეფერილობა მომწვანო-მონაცისფრო
გამოიყენება მშენებლობაში

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება