სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბაშიძე.

გოჩა ალექსანდრეს ძე აბაშიძე (დ. 26 მაისი, 1937, სოფ. ჭალა, ახლანდელი საჩხერის მუნიციპალიტეტი, საქართველოს სსრ, სსრკ — გ. 8 ოქტომბერი, 1961, თბილისი) — ქართველი მსახიობი.

გოჩა აბაშიძე
დაბადების სახელი გოჩა აბაშიძე
დაბადების თარიღი 26 მაისი, 1937
ჭალა, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 8 ოქტომბერი, 1961 (24 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ
საქმიანობა კინომსახიობი
აქტიური 1954–1961
მეუღლე(ები) ნუნუ გაბუნია

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში, თუმცა ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა თბილისში. დაამთავრა თბილისის 62-ე საშუალო სკოლა. 1961 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. ფილმებში მან სრულიად განსხვავებული, შთამბეჭდავი სახეები შექმნა, რომლებმაც აშკარა გახადეს მისი მდიდარი შემოქმედებითი პალიტრა, გატაცებული იყო მხატვრობით, მუსიკით, პოეზიით. წერდა ლექსებს. გარდაიცვალა 24 წლის ასაკში.

ფილმოგრაფია რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება