გოუმი, გომი, ნათსუგუმი, ვერცხლის ალუბლის კენკრა (ლათ. Elaeagnus multiflora) — ფშატის სახეობა, რომლის სამშობლოა ჩინეთი, კორეა და იაპონია.

გოუმი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  ვარდისნაირნი
ოჯახი:  ფშატისებრნი
გვარი:  ფშატი
სახეობა:  გოუმი
ლათინური სახელი
Elaeagnus multiflora
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 143486609

გოუმი ფოთლოვანი ან ნახევრად მარადმწვანე ბუჩქი ან პატარა ხე. იზრდება 2-8 სიმაღლის, 30 სმ დიამეტრის მუქი ყავისფერი მერქნით; ფოთლებით 3-10 სმ სიგრძის და 2-5 სმ სიგანის, მომწვანო ზემოდან და მოვერცხლისფეროდან ფორთოხლისფერ–მოყავისფრო ქვემოდან. ფერმკრთალი მოყვითალო–თეთრი 1.5 სმ სიგრძის ყვავილები სურნელოვანია და წარმოდგენილია ჯგუფებად; ყვავის შუა გაზაფხულზე.

გოუმი სიგარეტთან ერთად (მასშტაბისთვის), 2008 წლის ივნისის ფოტო

ნაყოფი გამოაქვს ივნისის შუა რიცხვებში. იწევა შემოდგომით.

ნაყოფი მრგვალი ან ოვალურია. 1 სმ–მდე სიგრძის, ვერცხლისფერი, ფორთოხლისფერი, მღვრიე მოწითალო, მოვერცხლისფრო ან ყავისფერი. ნაყოფი წვნიანია და საკვებად ვარგისი, ტკბილია, მაგრამ ოდნავ მომჟაო.

ისევე, როგორც სხვა ჯიშის კენკროვანი მცენარეები, იზრდება ღარიბი ნიადაგის პირობებშიც.

ჩინელების ტრადიციების მიხედვით, აქვს სამკურნალო ღირებულებები. ის ამცირებს ქოლესტერინის რაოდენობას სისხლში და შეიცავს სხვადასხვა სარგებელო ვიტამინს. თუმცა, მეცნიერული მტკიცებულება აღნიშნულზე, ჯერჯერობით, არ არსებობს.

გოუმი ზოგჯერ იზრდება ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, როგორც ეგზოტიკური და დეკორატიული სახეობა.[1]

სქოლიო რედაქტირება

  1. PLANTS Profile for Elaeagnus multiflora (cherry silverberry). USDA Natural Resources Conservation Service. ციტირების თარიღი: 2013-01-08.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: