გორი (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი)

სოფელი საქართველოში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გორი (მრავალმნიშვნელოვანი).

გორისოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (იწის ადმინისტრაციული ერთეული).

სოფელი
გორი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
თემი იწა
კოორდინატები 42°30′54″ ჩ. გ. 43°10′17″ ა. გ. / 42.51500° ჩ. გ. 43.17139° ა. გ. / 42.51500; 43.17139
ცენტრის სიმაღლე 680
მოსახლეობა 56[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
გორი (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
გორი (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი)
გორი (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი) — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
გორი (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი)

მდებარეობს მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზე, მდინარეების კრიხულისა და რიონის წყალგამყოფის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 680 მ. ამბროლაურიდან დაშორებულია 1 კმ-ით.

დემოგრაფია რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 56 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 76 38 38
2014[1]   56 29 27

ღირსშესანიშნაობანი რედაქტირება

სოფელში დგას წმინდა გიორგის ერთნავიანი ეკლესია. ადრე მას მინაშენებიც ჰქონია. მშენებლობაში გაირჩევა ორი ფენა, ერთი ადრინდელი, განვითარებული შუა საუკუნეებისა, მეორე — გვიანდელი XIX საუკუნის, თავდაპირველი ნაგებობიდან შემონახულია შირიმის ქვით მოპირკეთებული აღმოსავლეთი ნაწილი. ეკლესიას შემორტყმული აქვს კარგად დამუშავებული ნატეხი ქვის გალავანი.

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.