გორისციხე
გორისციხე — სოფელი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციული ერთეული ცენტრი (სოფლები: ტყარშეტი, ფხელშე, ყანობი, ხურთისი).
სოფელი | |
---|---|
გორისციხე | |
ჯაბა ლაბაძის ფოტო | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
თემი | გორისციხე |
კოორდინატები | 42°36′06″ ჩ. გ. 44°34′05″ ა. გ. / 42.60167° ჩ. გ. 44.56806° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1870 მ |
მოსახლეობა | 187[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 97,3 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
მდებარეობს ტყარშეტის მთის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთის ძირას, მდინარე თერგის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 1870 მ სიმაღლეზე, სტეფანწმინდიდან დაშორებულია 10 კმ-ით.
ისტორია რედაქტირება
ვახუშტი ბაგრატიონი გორისციხეს მოიხსენიებს „გორის სოფლის“ სახელწოდებით. სოფელში შემორჩენილია ორი კოშკის ნანგრევები, რომელთაგან ერთს „ავსაჯანიანთ ციხე“ ეწოდება, მეორეს — „მამაწმინდის ხატი“.
ქალების ხატი რედაქტირება
გორისციხიდან დასავლეთით, მთაზე მდებარეობს სრულიად დაშლილი უზარმაზარნი ნაგებობები, რომლებიც ციკლოპურ ნაგებობებს ჰგავს. მათ გვერდითაა აკლდამები. ამ ნაგებობებს შორისაა მოქცეული გორიციხის ქალების ხატი. ქალების ხატი წარმოადგენს ლოდს, რომელიც ჩრდილოეთ მხრიდან ყორით არის შემოზღუდული. ყორეს შესასვლელი აქვს დასავლეთის მხრიდან. აღმოსავლეთისა და დასავლეთის მხრიდან კლდე ამოშენებულია[2]
დემოგრაფია რედაქტირება
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 187 კაცი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1926[3] | 385 | 174 | 211 |
2002[4] | 283 | 128 | 155 |
2014[1] | 187 | 81 | 106 |
ლიტერატურა რედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 229.
- გვასალია ჯ., ზაქარაია პ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 121.
- ითონიშვილი ვ., ხევის ტოპონიმიკა, თბ., 1971;
- მაკალათია ს., ხევი, თბ., 1934.
სქოლიო რედაქტირება
- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 27 ივლისი 2016.
- ↑ ღამბაშიძე ნ., ალავერდაშვილი ქ. (2018). აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ტრადიციული კულტურა. თბილისი: ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, გვ. 108.
- ↑ სერგი მაკალათია, „ხევი“, ტფილისი, სახელმწიფო სასწავლო-პედაგოგიური გამომცემლობა, 1934 წ., გვ. 18.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II