გონდვანა, გონდვანისი (გონდები — ტომის სახელი, ვანა — რაიონი ცენტრალურ ინდოეთში) — ჰიპოთეზური კონტინენტი, რომელიც სამხრეთ ნახევარსფეროში არსებობდა, ზოგი გეოლოგის აზრით, პალეოზოური ერის დასაწყისიდან და ნაწილობრივ მეზოზოურ ერაში, ზოგის აზრით კი — ლაპეოზოური ერის მეორე ნახევარში.

გონდვანა და ლავრაზია

გონდვანა შედგებოდა თანამედროვე აფრიკის, სამხრეთი ამერიკის, ანტარქტიდის, ავსტრალიისა და კუნძულ ინდოსტანისაგან, რომელიც ლაურაზიასთან შეჯახების შემდეგ ჩამოყალიბდა ნახევარკუნძულად.

გონდვანა დაახლოებით 530-750 მლნ წლის წინ ჩამოყალიბდა და დიდი ხნის განმავლობაში სამხრეთ პოლუსის გარშემო იყო. 360 მლნ წლის წინ, ქვა-ნახშირის პერიოდში მკვეთრი მოძრაობით დაიძრა ჩრდილოეთით და ჩრდილოამერიკულ-სკანდინავიურ მიწებთან შეჯახებით გიგანტურ პროტოკონტინენტ პანგეას შეუერთდა. ამის მიუხედავად, 180 მლნ წლის წინ, იურულ პერიოდში პანგეა კვლავ გაიხლიჩა და ისევ გონდვანად და ჩრდილოეთის კონტინენტ ლაურაზიად იქცა. 30 მლნ წლის შემდეგ თავად გონდვანა დაიშალა ზემო ხსენებულ კონტინენტებად.

აფრიკის ევროპაზე გავლენის შედეგად ალპები წარმოიშვა, ინდოეთის აზიასთან შეჯახებით კი ჰიმალაი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება