გომბორის უღელტეხილი
გომბორის უღელტეხილი — უღელტეხილი საქართველოში, კახეთის მხარეში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს გომბორის ქედზე. სიმაღლე 1620 მ. უღელტეხილი შიგნით კახეთს საავტომობილო გზით აკავშირებს გარე კახეთთან. აგებულია ძირითადად ნეოგენური ასაკის ტერიგენული ნალექებით. შემოსილია მეორეული სუბალპური მდელოებით.
გომბორის უღელტეხილი | |
---|---|
გომბორის უღელტეხილი | |
კოორდინატები: 41°51′50″ ჩ. გ. 45°16′48″ ა. გ. / 41.86389° ჩ. გ. 45.28000° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | კახეთის მხარე საგარეჯოს მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 1620 მ |
ქედი | გომბორის ქედი |
აკავშირებს | შიგნით კახეთს გარე კახეთთან |
ამგებელი ქანები | ნეოგენური ასაკის ტერიგენული ნალექები |
ფლორა | სუბალპური მდელოები |
სურათები ვიკისაწყობში |
ლიტერატურა რედაქტირება
- უკლება დ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 90.