გოგი მეშველიანი (დ. 30 ნოემბერი, 1971) — ქართველი პოლიტიკოსი და ფინანსისტი. საქართველოს 2 მოწვევის (2016, 2020) პარლამენტის წევრი.

გოგი მეშველიანი
დაბადების თარიღი 30 ნოემბერი, 1971 (1971-11-30) (52 წლის)
დაბადების ადგილი ბოლნისი, საქართველოს სსრ, სსრკ [1]
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკსაქართველოს დროშა საქართველო
განათლება თსუ
ეროვნება ქართველი
რელიგია მართლმადიდებელი ქრისტიანი
პარტია ქართული ოცნება
საქმიანობა ფინანსისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია რედაქტირება

გოგი მეშველიანი დაიბადა 1971 წლის 30 ნოემბერს. 1995 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფინანსებისა და კრედიტების ფაკულტეტი.

1991-1994 წლებში იგი იყო საქართველოს რესპუბლიკის გვარდიის ოფიცერი, 1994-1995 წლებში კი საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის რწმუნებული. 1995-1996 წლებში საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთი წევრის ბიუროს უფროსი. 1996-1997 წლებში იგი იყო ბოლნისის რაიონის გამგეობის ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილე. 1997-2001 წლებში იკავებდა სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის უფროსის თანამდებობას. 2001-2003 წლებში იყო საქართველოს შემოსავლების სამინისტროს მარნეულის ზონალური საგადასახადო ინსპექციის უფროსი. 2005-2014 წლებში იკავებდა გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატისა და საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ერთობლივი პროექტის კოორდინატორის თანამდებობას. 2014-2016 წლებში იყო ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი, 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (ბოლნისის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. ფრაქციის „ქართული ოცნება — რეგიონების განვითარებისთვის“ თავმჯდომარის მოადგილე. მაჟორიტარულ არჩევნებში ხმათა 52,12% მიიღო (11 066 ხმა).[2]

2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (ბოლნისის, დმანისის, წალკისა და თეთრიწყაროს მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[3]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება