გოგი და მაგოგი (ებრ. גּוֹג וּמָגוֹג; არაბ. يَأْجُوج وَمَأْجُوج Yaʾǧūǧ wa-Maʾǧūǧ) — იუდეურ და ქრისტიანულ საღვთო წერილში მოხსენიებული ორი ხალხი. ეზეკიელის წინასწარმეტყველებით ისინი შორეულ მომავალში ჩრდილოეთიდან მოვლენ ებრაელთა შესამუსრავად[1]. აპოკალიფსისში კი მათი შემოსვლა მოსალოდნელია განკითხვის დღის წინ. ბიბლიაში მაგოგი ევრაზიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მცხოვრები ტომების სახელია. გოგი, როგორც მაგოგის ტომის ბელადის სახელი, პირველად ძველი აღთქმის უფრო გვიანდელ ტექსტებში ჩნდება. გოგი და მაგოგი ყურანში ჩნდება როგორც ორი ველური ტომი, რომლებიც „დედამიწის უკიდურეს ნაწილში“ ცხოვრობს[1].

მეთექვსმეტე საუკუნის სპარსული მინიატურა. ზულ-ყერნეინი ჯინის დახმარებით აშენებს რკინის კედელს გოგისა და მაგოგისგან თავის დასაცავად.

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 197.