გოგი ბატიაშვილი (დ. 4 აპრილი, 1944, წინანდალი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1967 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1967–1968 წლებში იყო ახმეტის რაიონის სოფელ ქისტაურის სასოფლო ამბულატორიის გამგე. 1968–1987 წლებში აკადემიკოს მ.წინამძღვრიშვილის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი. 1987–1994 წლებში უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. 1994 წლიდან წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 30 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება სამამულო და უცხოური პრეპარატების კლინიკურ და ექსპერიმენტულ აპრობაციას. ეკუთვნის ერთი საავტორო უფლება.

1985 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „მცენარეული ციტოქრომი C გავლენა მიოკარდიუმის შეკუმშვად ფუნქციასა და ენერგეტიკულ ცვლაზე გულის სხვადასხვა ექსპერიმენტული პათოლოგიების დროს.“

ლიტერატურა რედაქტირება

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ. 29

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება