გლუვი ხოჭოები

ხოჭოების ოჯახი ნაირმჭამელი ხოჭოების ქვერიგისა

გლუვი ხოჭოები (ლათ. Phalacridae) — ხოჭოების ოჯახი ნაირმჭამელი ხოჭოების ქვერიგისა. სხეული ოვალური ან მრგვალი, სარკისებრი, გლუვი და მბრწყინავია, ზემოდან ამოზნექილი, ქვემოდან ბრტყელი, სიგრძეში 1–4 მმ. შეფერილობა შავი ან მურაა, ფრთების ზედა მიდამო ზოგჯერ ღია ლაქებით. აერთიანებს 500–600 სახეობას. გავრცელებული არიან ყველა კონტინენტზე (ანტარქტიდის გარდა). გვხვდებიან ყვავილებში, იკვებებიან ყვავილის მტვრით. მატლები ვითარდებიან რთულყვავილოვანთა ყვავილედებში — ყვავილის ნასკვებში, თესლებში, ჟანგა სოკოებით დაზიანებულ მარცვლოვანთა თავთავებში.[1][2]

გლუვი ხოჭოები

Phalacrus fimetarius
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Phalacridae (Leach, 1815)

სქოლიო რედაქტირება

  1. Тишечкин Д. Ю., Савицкий В. Ю. ГЛАДЫШИ // Большая российская энциклопедия. т. 7. — М., 2007. — стр. 211.
  2. Гладыши // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 6 — М., 1971.