გიფენის საქონელიეკონომიკასა და მომხმარებელთა თეორიაში ეწოდება ისეთ საქონელს, რომელზე მოთხოვნაც იზრდება ფასის ზრდასთან ერთად, რაც არღვევს მოთხოვნის კანონს. გიფენის საქონლის შემთხვევაში უფრო იაფი ახლო შემცვლელები არ არსებობს, ამიტომ მომხმარებელი იძულებულია გაზარდოს ასეთი საქონლის მოხმარება, მაშინაც კი როდესაც მისი ფასი იზრდება.

პროდუქტთა უმეტესობისთვის მოთხოვნის საფასო ელასტიკურობა უარყოფითია, ანუ სხვა თანაბარ პირობებში ფასების ზრდა მოთხოვნის რაოდენობას ამცირებს, ანუ ფასისა და მოთხოვნის რაოდენობის ცვლილება საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს. გიფენის საქონლის შემთხვევაში მოთხოვნის საფასო ელასტიკურობა დადებითია, ანუ ფასი და მოთხოვნის რაოდენობა ერთი მიმართულებით იცვლება. როდესაც ფასი იზრდება, მოთხოვნა იზრდება და პირიქით.

ეს სახელი ეწოდა სერ რობერტ გიფენის პატივსაცემად, რომელიც ამ თეორიის ავტორად ითვლება.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება