გიორგი ჩოგოვაძე (დ. 25 აპრილი, 1969, თბილისი) — ქართველი სპორტსმენი (წყალში ხტომა), ევროპის ორგზის ჩემპიონი (1987, 1989), მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1991), ევროპის თასის ორგზის მფლობელი (1988, 1990), მსოფლიოს თასის გათამაშების მეორე პრიზიორი (1987), სსრკ რვაგზის ჩემპიონი კოშკიდან და სამგზის ჩემპიონი 3-მეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში, სსრკ ხალხთა IX სპარტაკიადის ჩემპიონი. ზაფხულის XXIV ოლიმპიური და XXV ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1988, სეული – IV ადგილი; 1992, ბარსელონა – XIV ადგილი). საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1988).

გიორგი ჩოგოვაძე
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 25 აპრილი, 1969(1969-04-25) (54 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი
სიმაღლე 178
წონა 68

ძირითადი შედეგები რედაქტირება

დისციპლინა ადგილმდებარეობა ტურნირი ადგილი
საწყლოსნო სახეობები
 
პერთი, ავსტრალია
მსოფლიო ჩემპიონატი 1991  
საწყლოსნო სახეობები
 
ბონი, გფრ
ევროპის ჩემპიონატი 1989  
საწყლოსნო სახეობები
 
სტრასბურგი, საფრანგეთი
ევროპის ჩემპიონატი 1987  

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება