გიორგი შუშანაშვილი

გიორგი შუშანაშვილი (დ. 4 აგვისტო, 1907, თიანეთი ― გ. 1993, თბილისი) — ქართველი ფილოსოფოსი, მეცნიერებათა დოქტორი (1968).

გიორგი შუშანაშვილი
დაბადების თარიღი 4 აგვისტო, 1907
თიანეთი
გარდაცვალების თარიღი 1993
თბილისი
პროფესია ფილოსოფოსი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი

ბიოგრაფია რედაქტირება

ქართველი ფილოსოფოსი გიორგი ისაკის ძე შუშანაშვილი დაიბადა 1907 წლის 4 აგვისტოს თიანეთის მაზრის სოფელ თიანეთში. საშუალო განათლების მიღების შემდეგ ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას. 1931-1936 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფიის სპეციალობაზე. 1937-1938 წლებში მატერიალური მდგომარეობის გამო იგი ვეღარ აგრძელებს სწავლას და ბრუნდება მშობლიურ სოფელში, სადაც საშუალო სკოლაში ასწავლის ისტორიასა და გერმანულ ენას, 1938-1939 წლებში კი თიანეთის რაიონის განათლების განყოფილების გამგეა.

1939 წელს სწავლას აგრძელებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში, ფილოსოფიის განხრით. 1946 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ამავე წელს იგი მეცნიერებათა აკადემიასთან ახლადჩამოყალიბებული ფილოსოფიის ინსტიტუტის ერთ-ერთი პირველი თანამშრომელია. 1968 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია.

გიორგი შუშანაშვილი გარდაიცვალა 1993 წელს, თბილისში, დაკრძალულია დაბა თიანეთში.

ლიტერატურა რედაქტირება

XX საუკუნის ქართული ფილოსოფიის ანთოლოგია. II ტომი, II ნაკვეთი, თბილისი, 2002, გვ. 5.