გიორგი უშიკიშვილი

გიორგი უშიკიშვილი (დ. 31 მარტი, 1985, ახმეტა) — ქართველი მომღერალი, პედაგოგი, ლოტბარი, ტელეწამყვანი.

გიორგი უშიკიშვილი

ბიოგრაფია რედაქტირება

გიორგი უშიკიშვილი დაიბადა 1978 წლის 31 მარტს, ახმეტაში. დაამთავრა თბილისის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1993 წლიდან იყო მოსწავლეთა სასახლის ქართული ფოლკლორის მასწავლებელი; 1993–1997 წლებში ხალხური სიმღერების შემსწავლელი სკოლის პედაგოგი; 1995–1997 წლებში საქართველოს ტელერადიო მაუწყებლობის ბავშვთა გუნდისა და 1997–2003 წლებში ლოტბარი; 2004 წლიდან საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი. საუკუნის წინანდელი ჩანაწერებით აღადგინა უნიკალური ქართული ხალხური სიმღერები ანსამბლ „ლაშართან“ ერთად და გამოსცა კომპაქტ-ალბომის სახით. 2008 წელს დააარსა ფოლკლორული რადიო. 2004–2013 წლებში ხელმძღვანელობდა ფოლკორის სახელმწიფო ცენტრს. 2013 წლიდან სამუშაოდ გადავიდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში, სადაც საავტორო ფოლკ-რუბრიკას უძღვებოდა. იყო მუსიკალური ტელეპროექტის „მხოლოდ ქართული“-ს ჟიურის წევრი (2017, 2018, 2019).

ჯილდოები, პრემიები და პრიზები რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი, თბ., 2006. — გვ. 448.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება