გიორგი მიროტაძის ქუჩა

ქუჩა თბილისში, საბურთალოს რაიონში

გიორგი მიროტაძის ქუჩა — ქუჩა თბილისში. მდებარეობს საბურთალოს რაიონში (საბურთალო); კონსტანტინე გამსახურდიას გამზირიდან ვახტანგ ბოჭორიშვილის ქუჩამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის 20-იან წლებში. ადრე ოჟიოს ქუჩა ერქვა. 1925-1926 წლების ცნობათა წიგნში „მთელი ტფილისი“ შეტანილია საბურთალოს ახალი ქუჩების სიაში. აფხაზეთის ომში დაღუპული მედიკოსი სტუდენტის — გიორგი მიროტაძის სახელი ეწოდა 1994 წელს.

გიორგი მიროტაძის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი საბურთალოს რაიონი
ისტორიული რაიონი საბურთალო
წინა სახელები ოჟიოს ქუჩა

ლიტერატურა რედაქტირება