გიორგი მინდელის ხიდი

გიორგი მინდელის ხიდიდიდი დიღმისა და ზღვისუბნის (ყოფილი თემქა) მიმდებარე ტერიტორიების დამაკავშირებელი ხიდი თბილისში, მდინარე მტკვარზე. ადრე დიღმის ხიდი ერქვა. აშენდა 1989 წელს; კონსტრუქტორი — ხ. ხაჭაპურიძე. 1994 წელს ხიდს ინჟინერ-მშენებელ გიორგი მინდელის სახელი დაერქვა. 592-მეტრიანი, თორმეტმალიანი ნაგებობა ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ხიდია საქართველოში. ფაქტობრივად, ის ორი პარალელური ხიდისგან შედგება - თითოეულის სიგანეა 17 მ.

ლიტერატურა რედაქტირება