გიორგი მაკაროვი (დ. 20 თებერვალი, 1894, თბილისი — გ. 21 ოქტომბერი, 1966, იქვე) — საბჭოთა რეჟისორი, სცენარისტი და პედაგოგი.

გიორგი მაკაროვი

გიორგი მაკაროვი კ/ფ „წითელი ეშმაკუნები“
დაბადების თარიღი 20 თებერვალი, 1894
თბილისი
გარდაცვალების თარიღი 21 ოქტომბერი, 1966 (72 წლის)
თბილისი
საქმიანობა კინორეჟისორი, სცენარისტი

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა 1894 წ. 20 თებერვალს თბილისში. სწავლობდა ლაზარევის აღმოსავლური ენების ინსტიტუტში (მოსკოვი). 1913 წლიდან — მსახიობი და რეჟისორის დამხმარე ნ. ლებედევის რუსულ დრამატულ დასში (მოსკოვი). 1915-1916წწ. — მსახიობი ა. ხანჟონკოვის კინოატელიეში.

პირველი მსოფლიო ომის დროს ფრონტზე იყო „წითელი ჯვრის“ საკვები პუნქტების ხელმძღვანელი.

1919 წლიდან ერთ-ერთი მონაწილეა კომისიის, რომელიც ორგანიზებას უწევდა კინოწარმოებას საქართველოში.

1921 წლიდან — საქართველოს განათლების სახელმწიფო კომისარიატის კინოსექციის (შემდგომში „ქართული ფილმი“) რეჟისორი, პედაგოგი. 1928 წლიდან დაიწყო დამოუკიდებელი სარეჟისორო მოღვაწეობა.

გარდაიცვალა 1966 წლის 21 ოქტომბერს თბილისში.

ფილმოგრაფია რედაქტირება

დამდგმელი რეჟისორი რედაქტირება

  • 1928 „ქალი ბაზრობიდან“
  • 1929 „ჩქარი №2“
  • 1930 „გაყრა“
  • 1930 „აფხაზეთი“ (დოკუმენტური)
  • 1931 „იყავ მზად“ (მოკლემეტრაჟანი)
  • 1934 „ნახვამდის“

სცენარის ავტორი რედაქტირება

  • 1928 ქალი ბაზრობიდან

განსახიერებული როლები რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება