გიორგი ლვოვი

რუსი საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწე

გიორგი ლვოვი (რუს. Гео́ргий Евге́ньевич Львов; დ. 2 ნოემბერი [ძვ. სტ. 21 ოქტომბერი], 1861, დრეზდენი — გ. 7 მარტი, 1925, პარიზი) — რუსი საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწე; თავადი.

გიორგი ლვოვი

დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1885). მსხვილი მიწათმფლობელი; ტულის გუბერნიის მიწების უპრავის თავმჯდომარე. 1912 წლიდან პარტიის „პროგრესისტები“ მოსკოვის კომიტეტის წევრი.

თებერვლის რევოლუციის შემდეგ პირველი დროებითი მთავობის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე და საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე ხელმძღვანელობდა პირველ კოალიციურ მთავრობას. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ საფრანგეთში გადაიხვეწა, სადაც 1918–1920 წლებში პარიზში რუსეთის პოლიტიკური კრების მეთაური იყო.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება