გიორგი კობეშავიძე

გიორგი პავლეს ძე კობეშავიძე (გ. 14 მაისი, 1918) — ქართველი სამხედრო ოფიცერი.

მსახურობდა რუსეთის არმიაში (1909 — პრაპორშჩიკი). მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში, იბრძოდა დასავლეთის ფრონტზე 208-ე ლორის ქვეითი პოლკის რიგებში (1916 წლიდან კაპიტანი). განსაკუთრებით გამოიჩინა თავი 1915 წლის 14 მაისის ბრძოლებში სინიავისთან (ახლანდ. უკრაინის ტერიტორია), სადაც ბატალიონს მეთაურობდა. დაჯილდოებული იყო წმ. ანას IV (1915), წმ. სტანისლავის III (1915) და II (1916), წმ. გიორგის IV (1915) ხარისხის ორდენებით, „გიორგის იარაღით“ (1916). ორჯერ იყო დაჭრილი. 1917 წელს საქართველოში დაბრუნდა, დაინიშნა ქართული კორპუსის 11-ე პოლკში და დაევალა აბასთუმნის დაცვა. 1918 წლიდან იყო ქართული ეროვნული ჯარის პოლკოვნიკი. აქტიურად მონაწილეობდა ბრძოლაში აჯანყებულ მუსლიმებთან სამცხეში. დაიღუპა სოფ. საროსთან (ახლანდელი ასპინძის მუნიციპალიტეტი) შეტაკების დროს. დაკრძალულია თბილისში, ხუდადოვის ტყის ძმათა სასაფლაოზე.

ლიტერატურა რედაქტირება

  • საროს ბრძოლა (1918 მარტი) / ედიშერ ნარიმანიძე // გულანი. - ახალციხე, 2008. - ISSN 1987-6157. - №3. - გვ.70-76.