გიორგი გიორგანაშვილი

ქართველი მსახიობი

გიორგი გიორგანაშვილი (დ. 11 იანვარი, 1980, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) ― ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი, ტელეწამყვანი.

გიორგი გიორგანაშვილი
დაბადების სახელი გიორგი გიორგანაშვილი
დაბადების თარიღი 11 იანვარი, 1980 (1980-01-11) (44 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
სხვა სახელები ბახალა
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 2003 – დღემდე

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა 1980 წლის 11 იანვარს ქალაქ თბილისში. დაამთავრა ვირსალაძის სახელობის ხელოვნების სკოლა. შემდეგ სწავლობდა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ექსპერიმენტულ ჯგუფში, სადაც მისი პედაგოგები იყვნენ ნანა კვასკვაძე და ქეთი დოლიძე. სხვადასხვა კინოფესტივალებზე ყოველწლიურმა გასტროლებმა, როგორც თავად მსახიობი ამბობს, დიდი როლი ითამაშა მის პროფესიულ გაზრდაში. შემდეგ, 3 წლის განმავლობაში, მიჰყავდა გადაცემა „იმღერე რამე“. ამ გადაცემამ ბახალას დიდი პოპულარობა მოუტანა, თუმცა თავად ფიქრობს, რომ ხალხის თვალში, როგორც მსახიობი, დაიშტამპა და მაყურებელი მხოლოდ მუსიკალური შოუს წამყვანად აღიქვამდა. თამაშობდა თბილისის სხვადასხვა თეატრებში, ხშირად ჩნდებოდა ცისფერ ეკრანზეც, ამჟამად კი მხოლოდ ფილმებსა და სერიალებში მონაწილეობს და აქ თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობს. თავის პროფესიაში სპონტანურობა მოსწონს და უყვარს საკუთარი ყოველდღიურობა. მამა, გრიგოლ გიორგანაშვილი ინჟინერია, დედა, ნანა ჩხიკვიშვილი — მუსიკოსი. ჰყავს ერთი ძმა — მხატვარი ვახტანგ გიორგანაშვილი. მისი ბიძა რეზო ჩხიკვიშვილი მსახიობია და თეატრშიც დიდ დროს ატარებდა. მსახიობობის სურვილი და ინტერესი კი სწორედ აქედან დაებადა. [1]

ფილმოგრაფია რედაქტირება

გადაღებულია ფილმებში რედაქტირება

ტელესერიალი რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება