გინგალსი (ინგლ. gingall, ან jingal) — მცირეკალიბრიანი საარტილერიო იარაღი. გამოიყენებოდა კარტეჩის სროლისათვის. ფართოდ გამოიყენებოდა ჩინეთის არმიაში, 1840 - 1842 წლებში ინგლისელების წინააღმდეგ ბრძოლისას.