გილეილის მეჩეთის მინარეთი

გილეილის მეჩეთის მინარეთი (აზერ. Gileyli məscidinin minarəsi) — XVIII საუკუნის ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლი. მდებარეობს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ შაქში.

გილეილის მეჩეთის მინარეთი

მინარეთი

ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება ისლამი
ადგილმდებარეობა შაქი, აზერბაიჯანი
სასულიერო სტატუსი მდგომარეობა
ფუნქციური სტატუსი არქიტექტურული ძეგლი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი შაქის სკოლა
თარიღდება 1749—1805 წლები

მეჩეთის წარწერები აღმოაჩინა ა. ალექპერზადემ 1936 წელს გილეილის მეჩეთის მახლობლად არსებულ წყაროზე. სამმწკრივიანი წარწერა წაკითხულ იქნა როგორც: „ეს დიდებული მეჩეთი ააშენა ალ ჰაჯი ჩელებიმ, სულთან ბ. ყურბანმა - შაქის მმართველმა, შირვანის ამირამ ღმერთისმიერ ნაკურთხ რამადანის თვეს, 1162 წელს“.

წარწერა არაბულ-თურქულია, რელიეფური, კალიგრაფია ლამაზი ელემენტებით: „ეს დიდებული მეჩეთი, რომელიც აგებულია ადრე არსებული მეჩეთის საძირკველზე, ხალხისთვის, რომ მათ შესძლონ თაყვანი სცენ ღმერთს, დიდება ღმერთს და დიდება მის ძალას, ააგო ალ ჰაჯ შამს ად დინ ბეგმა ბ. ალ ჰაჯი აბდ არ რაჰმანმა და დაასრულა 1220 წლის რაჯაბის თვეს“.[1]

არქიტექტურა რედაქტირება

გილეილის მინარეთი, ასევე ნახევრადდანგრეული მეჩეთი, განლაგებულია ქალაქ შაქის ქიულეხლის კვარტალში, მდინარე გურჯანადან 20-23 მეტრის სიმაღლეზე, 8-10 მეტრის მოშორებით კლდიდან. ოთხივე მხრიდან შემოფარგლულია ქვის ღობით, რომლის სიმაღლეც ორ მეტრს აღწევს. ამჟამად მინარეთს იცავს სახელმწიფო, როგორც ისტორიულ-არქიტექტურულ ძეგლს. ეს არის პირველი და ყველაზე მაღალი მინარეთი შაქის რაიონში — აზერბაიჯანის რესპუბლიკის ზაქათალის ზონა.[2]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. М. С. Нейматова. Корпус епиграфических памâтников Азербайджана, Том 2. "Элм", 1 янв. 1991 г.
  2. Минарет Гилейли, Шеки[მკვდარი ბმული]