გივი ჩოხელი (დ. 27 ივნისი, 1937, თელავი, საქართველოს სსრ — გ. 25 თებერვალი, 1994, თბილისი, საქართველო) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი და მწვრთნელი. თამაშობდა მცველის პოზიციაზე. იყო თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი. მოგვიანებით თბილისის „დინამოს“ მწვრთნელი. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1965), საქართველოს სსრ დამსახურებული მწვრთნელი (1971).[1]

გივი ჩოხელი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
გივი დიმიტრის ძე ჩოხელი
დაბადების
თარიღი
27 ივნისი, 1937
დაბადების
ადგილი
თელავი,
საქართველოს სსრ,
სსრ კავშირი
გარდაცვალების
თარიღი
25 თებერვალი, 1994 (56 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
თბილისი,
საქართველოს სსრ,
სსრ კავშირი
სიმაღლე 182 სმ
სათამაშო
პოზიცია
მცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1956 ნადიკვარი
1956–1965 დინამო 159 (4)
ეროვნული ნაკრები
1956–1965 სსრ კავშირი 19 (0)
სამწვრთნელო კარიერა
1969–1970 დინამო თბილისი
1974 დინამო თბილისი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება
მარჯვნიდან მეორე: გივი ჩოხელი. 1962

ბიოგრაფია რედაქტირება

კარიერის მანძილზე ითამაშა თელავის „ნადიკვარსა“ და თბილისის „დინამოში“. კარიერის დასრულების შემდეგ იგი მოღვაწეობდა ამ უკანასკნელში სხვადასხვა სამწვრთნელო პოზიციებზე (1969–1970), 1974 წელს კი გახდა მთავარი მწვრთნელი.

19 მატჩი ჩაატარა საბჭოთა კავშირის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში, მონაწილეობდა 1960 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატსა და 1962 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატში, სადაც საბჭოთა კავშირმა ოქროს მედალი მოიპოვა. საბჭოთა ნაკრების დაცვის ხაზის სახელგანთქმულ ტრიოს უძღვებოდა ჩოხელი, ტრიოში ჩოხელთან ერთად შედიოდნენ ანატოლი მასლიონკინი და ანატოლი კრუტიკოვი ადრეულ 1960 წელს.

1960 წლის 10 ივლისს პარიზის პარკ დე პრენსზე იუგოსლავიის ძლიერი ნაკრების წინააღმდეგ ფინალურ მატჩში გივი ჩოხელი მეორედ გამოდიოდა საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში და უაღრესად დაძაბული ბრძოლის შემდეგ , 23 წლის ასაკში, ევროპის უმაღლესი საფეხბურთო ჯილდოს მფლობელი გახდა, ამავე წელს (1960) საბჭოთა კავშირის თასის გათამაშების ფინალში მიიღო მონაწილეობა, სადაც თბილისის „დინამო“ მოსკოვის „ტორპედოსთან“ 3:4 დამარცხდა. 1963 წლის ჩათვლით იცავდა ქვეყნის უძლიერესი კლუბის ღირსებას და რამდენიმეჯერ გახდა პირველობის ბრინჯაოს მედლის მფლობელი.

გივი ჩოხელს ქართულ ფეხბურთში განსაკუთრებული ადგილი უკავია, მან, მიხეილ მესხმა და სლავა მეტრეველმა საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ევროპის თასი მოიპოვეს.

ის იყო პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელიც საბჭოთა კავშირის ნაკრებში დაცვის ხაზზე იდგა. მანამდე ჩვენ მხოლოდ თავდამსხმელებით შეგვეძლო გვეამაყა. ჩოხელი უაღრესად თანამედროვე მცველი იყო. დიდი ფეხბურთელის ერუდიცია და მაღალი ტაქტიკური ალღო მას საშუალებას აძლევდა, ყოველთვის რაციონალურად ეთამაშა დაცვის ცენტრში, ხოლო როცა ფლანგზე გადადიოდა, აქტიურად ეხმარებოდა ფორვარდებს. განსაკუთრებით კარგი იყო მაღალი ბურთისთვის ბრძოლაში. შესანიშნავად თამაშობდა თავით. მაღალი ტექნიკა ეხმარებოდა, ძალზე ზრდილობიანი ყოფილიყო მეტოქეთა მიმართ, მაგრამ ეს სულ არ უშლიდა ხელს, წესიერების ფარგლებში, ბურთისთვის ძალისმიერი ხერხებიი გამოეყენებინა.ამ ბრძოლას ის ყოველთვის იგებდა.

თელავის მუნიციპალური სტადიონის წინ დგას გივი ჩოხელის ქანდაკება.

 
გივი ჩოხელის ქანდაკება თელავში.

საინტერესო ფაქტები რედაქტირება

1968 წელს თბილისის „დინამოს“ სტადიონის რადიორედაქციამ გამოაცხადა კონკურსი-კითხვარი, რომელსაც უნდა გამოევლინა საქართველოს ფეხბურთელთა სიმბოლური ნაკრები 1921 წლიდან 1968 წლამდე. რადიორედაქციამ მიიღო 780 საკონსკურსო წერილი. მიღებული წერილების საფუძველზე გივი ჩოხელი 721 ხმით აღნიშნული სიმბოლური ნაკრების შემადგენლობაში მოხვდა. გამოკითხვის შედეგად, საქართველოს 1921–1968 წლების სიმბოლურ ნაკრებში შევიდნენ: მეკარე: ვლადიმერ მარღანია; მცველები: ვლადიმერ ელოშვილი, ნიაზ ძიაპშიპა, მურთაზ ხურცილავა, გივი ჩოხელი; ნახევარმცველები: გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე; თავდამსხმელები: სლავა მეტრეველი, ბორის პაიჭაძე, ავთანდილ ღოღობერიძე, მიხეილ მესხი.[2][3]

გაზეთ „სარბიელის“ ინიციატივით, 1998 წელს გულშემატკივრებმა საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი, მწვრთნელი და სიმბოლური ნაკრები დაასახელეს (გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 837-მა მკითხველმა). გამოკითხვის შედეგად გივი ჩოხელი საქართველოს XX საუკუნის სიმბოლური ნაკრების წევრად დასახელდა.[4][5]

მიღწევები რედაქტირება

საკლუბო რედაქტირება

  დინამო თბილისი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
  • ბრინჯაოს პრიზიორი: 1959, 1962
საბჭოთა კავშირის თასი
  • ფინალისტი: 1960 [6]

სანაკრებო რედაქტირება

  საბჭოთა კავშირი
ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი
  •   ჩემპიონი: 1960

ინდივიდუალური რედაქტირება

33 საუკეთესო
  • №1: 1960, 1961, 1962
  • №3: 1963

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

პერიოდიკა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. გივი ჩოხელი — პერსონალური გვერდი დაარქივებული 2022-01-15 საიტზე Wayback Machine. . წაკითხვის თარიღი: 15 დეკემბერი, 2021.
  2. პაიჭაძე და ძმანი მისნი... რადიორედაქციის კონკურსის შედეგად // „ლელო“, 16 მაისი, 1968, № 95 (3579), გვ. 2–3.
  3. 1921–1968: საქართველოს ნაკრები. mygoals.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-01. ციტირების თარიღი: 1 მარტი, 2022
  4. XX საუკუნის რჩეულები. mygoals.ge. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-11-21. ციტირების თარიღი: 6 მარტი, 2022
  5. საქართველოს ყველა დროის საუკეთესონი // „სარბიელი“, 26 დეკემბერი, 1998, № 238 (773), გვ. 6–7.
  6. Andrei Balitskiy and Mike Dryomin (17 იანვარი, 2012). Soviet Union Cup 1959/60 — Torpedo Moskva 4–3 Dinamo Tbilisi. წაკითხვის თარიღი: 15 დეკემბერი, 2021.