სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბერიკაშვილი (მრავალმნიშვნელოვანი).

გივი ბერიკაშვილი (დ. 15 მაისი, 1933, კოლაგი, გურჯაანის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ — გ. 10 აპრილი, 2017, თბილისი, საქართველო[1]) — ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი.

გივი ბერიკაშვილი

გივი და ზურა ბერიკაშვილები მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე 2010 წელს.
დაბადების თარიღი 15 მაისი, 1933
კოლაგი, გურჯაანის რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 10 აპრილი, 2017 (83 წლის)
თბილისი, საქართველო
გარდაცვალების მიზეზი ფილტვების ანთება
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველო
ეთნიკურად ქართველი
ალმა-მატერი საქართველოს თეატრალური ინსტიტუტი
საქმიანობა თეატრისა და კინოს მსახიობი

4 წლის იყო, როდესაც მამა ჭლექით გარდაეცვალა, 27 წლის ასაკში. დედასაც გულის თანდაყოლილი მანკი ჰქონდა.

1956 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა რუსთავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში , სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში და ბოლოს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრში, არის საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი (1979), კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემიის ლაურეატი, წლის საუკეთესო მამაკაცის პრემიის ლაურეატი, თბილისის საპატიო მოქალაქე (2010).

გადაღებულია 45 მხატვრულ ფილმში, ნათამაშები აქვს ათეულობით როლი თეატრში. 2008 წელს მარჯანიშვილის თეატრის წინ გაიხსნა მისი ვარსკვლავი.

გარდაიცვალა 2017 წლის 10 აპრილს, 83 წლის ასაკში[2]. დაკრძალულია საბურთალოს სასაფლაოზე მდებარე ამაღლების ეკლესიის ეზოში.

ფილმოგრაფია რედაქტირება

ნათამაშები როლები რედაქტირება

მარჯანიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრი: რედაქტირება

სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი რედაქტირება

რუსთავის სახელმწიფო დრამატულ თეატრი რედაქტირება

საპატიო წოდებები, პრემიები რედაქტირება

  • საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • საქართველოს სახალხო არტისტი
  • კოტე მარჯანიშვილის სახ. პრემიის ლაურეატი
  • იპოლიტე ხვიჩიას სახ. პრემიის ლაურეატი
  • წლის საუკეთესო მამაკაცის პრემია ( „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“ )

ლიტერატურა რედაქტირება

  • ჯიყაშვილი, ლელა, „ვითარებანი ცნობილი ადამიანების ცხოვრებიდან“, პალიტრა L, 2011,

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. გივი ბერიკაშვილი გარდაიცვალა[მკვდარი ბმული]
  2. გარდაიცვალა მსახიობი გივი ბერიკაშვილი
  3. „ვინ მოკლა ილია — კოტე თოლორდავა დიდი მწერლის მკვლელობის უცნობი დეტალებით ახალ ფილმში“. Palitra news. 19 სექტემბერი, 2014. ციტირების თარიღი: 29 მარტი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)