გიგანტური პანდების ნაკრძალი

სიჩუანის გიგანტური პანდების ნაკრძალი (ჩინ. 四川大熊貓棲息地) — ნაკრძალი ჩინეთის პროვინცია სიჩუანში. აქ ბინადრობენ მაღალი საფრთხის ქვეშ მყოფი გიგანტური პანდების მსოფლიო რაოდენობის 30%, მიმდინარეობს მათი მოშენება გამრავლება. ტერიტორიის ფართობი 9245 კმ²-ია და მოიცავს შვიდ ნაკრძალსა და და ცხრა სამეცნიერო პარკს.

გიგანტური პანდების ნაკრძალი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები x
სია [1]
რეგიონი** აზია-ოკეანეთი
კოორდინატები 30°50′00″ ჩ. გ. 103°30′00″ ა. გ. / 30.83333° ჩ. გ. 103.50000° ა. გ. / 30.83333; 103.50000
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2006  (30-ე სესია)
ნომერი 1213
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1213
ინგლ.რუს.ფრ.

გარდა პანდებისა, აქ ბინადრობენ ასევე საფრთხის ქვეშ მყოფი სხვა სახეობები: წითელი პანდა, თოვლის ლეოპარდი, ხალებიანი ლეოპარდი. ტროპიკული ტყეების მიღმა, განლაგებულია მსოფლიოს ბოტანიკურად უმდიდრესი ზონები, სადაც ფლორის 5000-6000 სახეობაა გავრცელებული. მიჩნეულია, რომ რეგიონი მსგავსია მესამეული სისტემის ერის პალეო-ტროპიკული ტყეებისა.

2006 წელს, იუნესკომ ნაკრძალი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება