გია სირბილაძე (დ. 19 მაისი, 1963, ხაშური — გ. 1999, ხაშური) — მე-20 საუკუნის ქართველი მხატვარი.

გია სირბილაძე
დაიბადა 19 მაისი, 1963
დაბადების ადგილი ხაშური, საქართველო
გარდაიცვალა 1999
გარდაცვალების ადგილი ხაშური, საქართველო
ეროვნება ქართველი
სფერო მხატვარი

ბიოგრაფია რედაქტირება

გია სირბილაძე დაიბადა 1963 წლის 19 მაისს ხაშურში. დაამთავრა რკინიგზის მე-4 საშუალო სკოლა. პროფესიული განათლება არ მიუღია. ადრიდანვე იყო გატაცებული მხატვრობით. პირველი პერსონალური გამოფენა მოაწყო თბილისში, ხელოვნების მუშაკთა სახლში 1996 წელს, შემდეგ ასევე პერსონალური გამოფენა ხაშურში 1997 წელს, ქუთაისში 1998 წელს, ვილნიუსში 1999 წელს.

მისი ნამუშევარი „ვაჟა, საქართველო, გარესამყარო“ ამშვენებს ვაჟა-ფშაველას მუზეუმს ჩარგალში, ხოლო გობელინზე შესრულებული ეს ტილო საქართველოს იმდროინდელმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ საჩუქრად გადასცა გენერალ ჯონ მალხაზ შალიკაშვილს. მხატვრის დიდ ნიჭსა და შემოქმედებით შესაძლებლობებზე წერდნენ ცნობილი ხელოვნებათმცოდნეები, ქვეყნის წამყვანი გაზეთები, ეწყობოდა გადაცემები საქართველოს ტელევიზიით. ქართველი მხატვარი 1999 წელს ტრაგიკულად გარდაიცვალა.[1][2]

ლიტერატურა რედაქტირება

  • მთვარელიძე მ. „გია სირბილაძე“, 2014 წელი.

სქოლიო რედაქტირება