გია გეწაძე (დ. 21 დეკემბერი, 1968, სამტრედია) — ქართველი იურისტი, პოლიტიკოსი.

გია გეწაძე
დაბადების თარიღი 21 დეკემბერი, 1968 (1968-12-21) (55 წლის)
დაბადების ადგილი სამტრედია, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
ჯილდოები პროფესორი

1995 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი, ხოლო 1999 წელს — ასპირანტურა. 1994-1995 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სტაჟიორი. 1995-1996 წლებში — გრაისფილდის უნივერსიტეტის პროფესორის თანაშემწე. 1996-1997 წლებში იყო საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის უფროსი თანაშემწე. 1997-1999 წლებში იყო საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს იურიდიული მრჩეველი. 2000-2004 წლებში – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრ-მდივანი. 2000-2001 წლებში „AMEX INTERNATIONAL“-ის მთავარი იურიდიული მრჩეველი. 2001-2002 წლებში იყო „IRIS საქართველოს“ მთავარი იურიდიული მრჩეველი. 2003 წელს – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე. 2004 წლის 22 აპრილიდან 7 მაისამდე იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (კრწანისი (თბილისი) მაჟორიტარი). 2004-2005 წლებში იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. 2005-2006 წლებში იყო იმერეთის გუბერნატორი. 2015-2018 წლებში იყო უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილე.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება